პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს ევრობიუროკრატია და პოლიტიკური მმართველობითი ორგანოები საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ - როგორც კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, ისე ორმაგი სტანდარტით შეფასებების კუთხით - ირაკლი კირცხალია

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას მტკიცებით, ევრობიუროკრატია და პოლიტიკური მმართველობა „საბჭოთა მეთოდებით“ და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, რასაც საზოგადოება არჩევნებზე შეაფასებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკური მმართველობისა და ბიუროკრატიული სტრუქტურების მიმართ კრიტიკა თავად ევროპულ საზოგადოებებშიც იზრდება, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო პროცესები და დაკავებები მოწმობს.

მისი შეფასებით, ევროპელი პოლიტიკური აქტორები საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და იმ კანონებს აკრიტიკებენ, რომელსაც თავად სხვა ქვეყნებში იყენებენ.

ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების დამოკიდებულება და მათი შეფასებები საბოლოოდ საზოგადოების პოლიტიკურ არჩევანზეც აისახება.

"ვიდრე ეს ყოველგვარი მორალისგან დაცლილი ბიუროკრატია და ის პოლიტიკური მმართველობითი ელიტები იქნებიან ევროკავშირში, ეს საფრთხე არსად ქრება. ოღონდ, ეს საფრთხე არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, უკვე მათი ქვეყნისთვისაც არ მთავრდება, იმიტომ, რომ მათ მმართველობას უკვე საზოგადოება აფასებს თვითონ იქაც. იქ, თავიანთ ქვეყნებშიც ხედავთ, როგორი უკონტროლოა სიტუაცია.

რეალურად, რასაც გვიქადდნენ და გვიპირებდნენ ჩვენ, პირდაპირ მცდელობები ჰქონდათ, მინიმუმ 6 რევოლუციური სცენარის, მიიღეს და იმკიან კიდეც თავის ქვეყანაში. ოღონდ, ამას, საზოგადოება გვიყურებს და მე არ ვამბობ ამას რაღაც ნიშნის მოგებით, ღმერთმა დაგვიფაროს, სრული გულწრფელობით – უბრალოდ ეს არის ის, რასაც ბოროტად თესავ, შემდეგ ის ბოროტად გიბრუნდება.

ახლა თქვენი შეფასება, თუ რა შეფასებებს აძლევენ თავიანთ ქვეყანაში, თუნდაც კერძოდ საფრანგეთში და არამხოლოდ, ახლა ვნახე და ვკითხულობდი; გერმანიაში მიდის აქტიურად დაკავებები იმ რადიკალების, რომლებიც ასევე პირდაპირ ვანდალიზმით იყვნენ და ძალადობით დაკავებულნი ხო?!

არახალია ჩვენთვის, არ გაგვიკვირდეს, რომ დღესაც, ამ ფაქტების შემდეგ, რაც მოხდა ევროპაში და რასაც მთელი მსოფლიო ვადევნებთ თვალყურს, როდესაც კი ამ ბიუროკრატიას, ამ მმართველობით ელიტას, ან დაფინანსებული რეზოლუციის დრო მოუვა ან რამე განცხადების, იგივე უტიფრობას გააგრძელებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით.

ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ დღევანდელი ევროპა არ არის ის ფასეულობები და ის ღირებულებები, რაც იყო და რაც მოგვწონდა ყველას და რაც მოსწონდათ მათ შორის ევროპაში, რაზეც იდგა ევროპა. ეს არის ორმაგ სტანდარტზე, ტყუილზე, სიცრუეზე და, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დიქტატზე აგებული მმართველობითი წესი და პრინციპი.

სამწუხაროდ, დღეს ევრობიუროკრატია და პოლიტიკური მმართველობითი ორგანოები საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ როგორც კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, ასევე ორმაგი სტანდარტით შეფასებების კუთხით.

კანონები ავიღოთ - თითოეული ეს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2022 წლის შემდეგ, რაც უდიდესი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნის და თურმე არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ვნახეთ რიგი ქვეყნები, სადაც ეს უკვე მოქმედებდა, სადაც მიიღეს - თუ რა გამოწვევები იყო და რა განცხადებები კეთდებოდა. რაც შეიძლება მათთვის, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, რაც სასიცოცხლოა მათთვის, თურმე ჩვენთან ეს არის დემოკრატიული "ბექსლაიდინგი", როგორც უყვართ ხოლმე თავის გამოთქმაში. მაგრამ, ამ ყველაფერს მივეჩვიეთ ჩვენ, ამ ორმაგ სტანდარტებსაც ვაფასებთ ძალიან სწორად როგორც პოლიტიკური გუნდი "ქართული ოცნება", ასევე ჩვენი საზოგადოება.

კიდევ ერთხელ და ყოველთვის განვმეორდები, ეს შეფასებები შემდეგ აისახება ხოლმე არჩევნებზე", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიდრე ეს ყოველგვარი მორალისგან დაცლილი ბიუროკრატია და ის პოლიტიკური მმართველობითი ელიტები იქნებიან ევროკავშირში, ეს საფრთხე არსად ქრება. ოღონდ, ეს საფრთხე არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, უკვე მათი ქვეყნისთვისაც არ მთავრდება, იმიტომ, რომ მათ მმართველობას უკვე საზოგადოება აფასებს თვითონ იქაც. იქ, თავიანთ ქვეყნებშიც ხედავთ, როგორი უკონტროლოა სიტუაცია. რეალურად, რასაც გვიქადდნენ და გვიპირებდნენ ჩვენ, პირდაპირ მცდელობები ჰქონდათ, მინიმუმ 6 რევოლუციური სცენარის, მიიღეს და იმკიან კიდეც თავის ქვეყანაში. ოღონდ, ამას, საზოგადოება გვიყურებს და მე არ ვამბობ ამას რაღაც ნიშნის მოგებით, ღმერთმა დაგვიფაროს, სრული გულწრფელობით – უბრალოდ ეს არის ის, რასაც ბოროტად თესავ, შემდეგ ის ბოროტად გიბრუნდება. ახლა თქვენი შეფასება, თუ რა შეფასებებს აძლევენ თავიანთ ქვეყანაში, თუნდაც კერძოდ საფრანგეთში და არამხოლოდ, ახლა ვნახე და ვკითხულობდი; გერმანიაში მიდის აქტიურად დაკავებები იმ რადიკალების, რომლებიც ასევე პირდაპირ ვანდალიზმით იყვნენ და ძალადობით დაკავებულნი ხო?! არახალია ჩვენთვის, არ გაგვიკვირდეს, რომ დღესაც, ამ ფაქტების შემდეგ, რაც მოხდა ევროპაში და რასაც მთელი მსოფლიო ვადევნებთ თვალყურს, როდესაც კი ამ ბიუროკრატიას, ამ მმართველობით ელიტას, ან დაფინანსებული რეზოლუციის დრო მოუვა ან რამე განცხადების, იგივე უტიფრობას გააგრძელებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ დღევანდელი ევროპა არ არის ის ფასეულობები და ის ღირებულებები, რაც იყო და რაც მოგვწონდა ყველას და რაც მოსწონდათ მათ შორის ევროპაში, რაზეც იდგა ევროპა. ეს არის ორმაგ სტანდარტზე, ტყუილზე, სიცრუეზე და, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დიქტატზე აგებული მმართველობითი წესი და პრინციპი. სამწუხაროდ, დღეს ევრობიუროკრატია და პოლიტიკური მმართველობითი ორგანოები საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ როგორც კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, ასევე ორმაგი სტანდარტით შეფასებების კუთხით. კანონები ავიღოთ - თითოეული ეს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2022 წლის შემდეგ, რაც უდიდესი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნის და თურმე არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ვნახეთ რიგი ქვეყნები, სადაც ეს უკვე მოქმედებდა, სადაც მიიღეს - თუ რა გამოწვევები იყო და რა განცხადებები კეთდებოდა. რაც შეიძლება მათთვის, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, რაც სასიცოცხლოა მათთვის, თურმე ჩვენთან ეს არის დემოკრატიული "ბექსლაიდინგი", როგორც უყვართ ხოლმე თავის გამოთქმაში. მაგრამ, ამ ყველაფერს მივეჩვიეთ ჩვენ, ამ ორმაგ სტანდარტებსაც ვაფასებთ ძალიან სწორად როგორც პოლიტიკური გუნდი "ქართული ოცნება", ასევე ჩვენი საზოგადოება. კიდევ ერთხელ და ყოველთვის განვმეორდები, ეს შეფასებები შემდეგ აისახება ხოლმე არჩევნებზე“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: ვინმეს გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც გვეტყვიან, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება არის ანტიევროპული? მითხარით თუ ვინმეს ასეთ ევროპასთან ინტეგრაცია გინდათ, მე არ მინდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები