ირაკლი კირცხალია: ორმაგი სტანდარტი, ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახე
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს თავს ესხმის.

ორმაგი სტანდარტი - ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
"ხშირად ვსაუბრობთ როგორ შეიძლება ეს რიტორიკა შეიცვალოს და რას აკეთებს საქართველო ამ რიტორიკის შესაცვლელად - საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც თავის ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის.
კითხვა ჩნდება რას აკეთებს ევროპა და ევროკავშირი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით - აკეთებს სწორედ იმ უსტანდარტობას, რა უსტანდარტულობის ნიაღვარიც ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში. თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, თავს ესხმის ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, თავს ესხმის ყველა ინსტიტუტს, რომელიც არის გარანტი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის", - განაცხადა კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ხშირად ვსაუბრობთ როგორ შეიძლება ეს რიტორიკა შეიცვალოს და რას აკეთებს საქართველო ამ რიტორიკის შესაცვლელად - საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც თავის ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. კითხვა ჩნდება რას აკეთებს ევროპა და ევროკავშირი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით - აკეთებს სწორედ იმ უსტანდარტობას, რა უსტანდარტულობის ნიაღვარიც ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში. თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, თავს ესხმის ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, თავს ესხმის ყველა ინსტიტუტს, რომელიც არის გარანტი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…