ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ხატია დეკანოიძე – IRI-ის კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მე არ მჭირდება კვლევა იმის სათქმელად, თუ რა პრობლემებია ქვეყანაში

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებახალხის ძალა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ IRI-ის სავარაუდო კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა მას ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და საზოგადოებრივი განწყობების ასახსნელად კონკრეტული კვლევა არ სჭირდება. მისი თქმით, მოქალაქეებს აწუხებთ ფასების ზრდა, კორუფცია და განათლების ხარისხი, ხოლო არსებული ხელისუფლების პირობებში პრობლემები არ მოგვარდება.

ხატია დეკანოიძე – IRI-ის კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მე არ მჭირდება კვლევა იმის სათქმელად, თუ რა პრობლემებია ქვეყანაში
ხატია დეკანოიძე – IRI-ის კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მე არ მჭირდება კვლევა იმის სათქმელად, თუ რა პრობლემებია ქვეყანაშიპირველი არხი

შემიძლია, გითხრათ ის საზოგადოებრივი განწყობები, რომელიც არსებობს ზოგადად საქართველოს მოქალაქეებში და ის პრობლემები, რომელიც არის თითოეულის ოჯახში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძემ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა აჩვენა IRI-ის არაოფიციალური კვლევის მონაცემებმა, რადგან, თუ შევადარებთ 2023 წლის მონაცემებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი მკვეთრად, 13%-დან 5%-მდეა შემცირებული.

„ჩვენ არ გვქონია არავითარი შედეგები და მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სახის ოფიციალურ კვლევაზე, რომელიც საზოგადოებრივ განწყობებს ასახავდა. მე შემიძლია, გითხრათ ის საზოგადოებრივი განწყობები, რომელიც არსებობს ზოგადად ადამიანებში საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებში და ის პრობლემები, რომელიც არის თითოეულ ოჯახში. ახლა თქვენი გადამღები ჯგუფი, თქვენი ოპერატორები, თქვენი ჟურნალისტი არის ჩემს ოჯახში და ჩვენც გვაწუხებს ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ქართველ ხალხს. მაგალითად, ეს არის საწვავის ფასების მატება, საკვები პროდუქტის ფასის მატება, ყოველდღიური გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საწვავის ფასი, რომელიც რეალურად მოქმედებს ძალიან ბევრ რამეზე; ეს არის მაგალითად, განათლების ხარისხი; ასევე ძალიან ბევრ სკოლაში სწავლა არ დაიწყო; ეს არის კორუფცია, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდით და ასე შემდეგ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

30.09.2026

#დღისთემა გადაცემის სტუმრები: ხატია დეკანოიძე, გიგა ფარულავა, დავით მათიკაშვილი #LIVE

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ამ პრობლემების ფონზე, IRI-ის კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რატომ მცირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მაჩვენებელი, რატომ იზრდება ხელისუფლების რეიტინგი, ნიშნავს ეს თუ არა, რომ სტრატეგია, რომელსაც პარტია სთავაზობს ამომრჩეველს, მათთვის არ არის მისაღები, პარტიის ელექტორატის დაკვეთა არის სრულიად სხვა, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ „მე არ მჭირდება კონკრეტული კვლევა იმის სათქმელად, თუ რა პრობლემებია ქვეყანაში“.

„მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება მმართველობაში, ეს პრობლემები არ მოგვარდება.

საქართველო არის იზოლაციაში, ცალკეული ვიზიტებისას არცერთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი არ ხვდება მაგალითად,

პაპუაშვილს, რომელიც დაკავებულია მხოლოდ ანტიდასავლური რიტორიკით. ეს, რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობს ზოგადად ამ კვლევაზე, რადგან IRI-ის ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა არც უარყვია კვლევების ჩატარება, შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ ნამდვილად ჩატარდა ასეთი გამოკითხვა და რატომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ისევე, როგორც ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობს, თავი აარიდოს ამ კვლევის შედეგებზე საუბარს, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ოფიციალური ინფორმაცია არ ჰქონიათ ამ კვლევებთან დაკავშირებით და ვერაფერს ვერ იტყვის.

„არ გამოქვეყნებულა ოფიციალურად, არ ყოფილა რამე კონკრეტული პრეზენტაცია, მაგრამ მე მოგახსენეთ, როგორია ზოგადად ადამიანების განწყობა და ამ ადამიანების განწყობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის ძალას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ არ გვქონია არავითარი შედეგები და მე არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სახის ოფიციალურ კვლევაზე, რომელიც საზოგადოებრივ განწყობებს ასახავდა. მე შემიძლია, გითხრათ ის საზოგადოებრივი განწყობები, რომელიც არსებობს ზოგადად ადამიანებში საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებში და ის პრობლემები, რომელიც არის თითოეულ ოჯახში. ახლა თქვენი გადამღები ჯგუფი, თქვენი ოპერატორები, თქვენი ჟურნალისტი არის ჩემს ოჯახში და ჩვენც გვაწუხებს ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ქართველ ხალხს. მაგალითად, ეს არის საწვავის ფასების მატება, საკვები პროდუქტის ფასის მატება, ყოველდღიური გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საწვავის ფასი, რომელიც რეალურად მოქმედებს ძალიან ბევრ რამეზე; ეს არის მაგალითად, განათლების ხარისხი; ასევე ძალიან ბევრ სკოლაში სწავლა არ დაიწყო; ეს არის კორუფცია, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდით და ასე შემდეგ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მე არ მჭირდება კონკრეტული კვლევა იმის სათქმელად, თუ რა პრობლემებია ქვეყანაში“
ხატია დეკანოიძე
„მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება მმართველობაში, ეს პრობლემები არ მოგვარდება. საქართველო არის იზოლაციაში, ცალკეული ვიზიტებისას არცერთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი არ ხვდება მაგალითად, პაპუაშვილს, რომელიც დაკავებულია მხოლოდ ანტიდასავლური რიტორიკით. ეს, რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„არ გამოქვეყნებულა ოფიციალურად, არ ყოფილა რამე კონკრეტული პრეზენტაცია, მაგრამ მე მოგახსენეთ, როგორია ზოგადად ადამიანების განწყობა და ამ ადამიანების განწყობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით“
ხატია დეკანოიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.