პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ

ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია გაფართოების კრიტერიუმებით განსაზღვრავს, თუ „ვინ არის მზად სრული მონობისთვის“ და სუვერენიტეტის 100%-ით დათმობისთვის.

ირაკლი კირცხალია: არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
იმედინიუსი

არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ცვლილებებზე საუბრისას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამის შეფასება მარტივია.

„ისინი აცხადებენ გაფართოების კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმებით აცხადებენ ვინ არის მზად სრული მონობისთვის. ისინი აცხადებენ ამ კრიტერიუმებით, ვინ არის მზად, რომ თქვას სრულ სუვერენიტეტზე უარი, 100%-ით დათმონ სუვერენიტეტი, სასამართლო ხელისუფლება, ვეტინგისთვის. როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის, ეს არის საუკეთესო საბჭოთა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობა. მეტსაც ვიტყვით, უფრო მეტად ჰიბრიდული, დახვეწილი და დღევანდელ ტექნოლოგიებსა თუ პოლიტიკურ რეალობას მორგებული.

ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს ევროპული ღირებულებები, რომლებზეც თავის დროზე იდგა ევროკავშირი. ამ ქვეყანაზე არაფერია მუდმივი, განსაკუთრებით პოლიტიკოსები და ბიუროკრატია, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. ასე რომ, მათი გადაწყვეტილებაა და შემდეგ იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაა, დათანხმდნენ ამ პირდაპირ მონური მორჩილების პირობებს თუ არა. სად და როგორ წავა ევროკავშირი და ბრიუსელი ასეთ მოთხოვნებით, ამასაც კარგად დავინახავთ ჩვენც და მთელი მსოფლიოც“, - განაცხადა კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები, თავიანთი დამოკიდებულებით, საბჭოთა მიდგომებსაც კი აჯობებენ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: ორმაგი სტანდარტი, ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები