პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
რუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივ და რეგიონულ ფორმატებში.

საუბარი შეეხო "მწვანე ენერგიის დერეფანს", რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის 4000 მგვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი პროექტის განვითარებასა და სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტს ისახავს მიზნად.

"მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ბულგარეთის ელექტროენერგიის დერეფნის ინიციატივა, რომლის განხორციელებაზეც მუშაობა 2025 წელს დაიწყო და სრულად სახმელეთო “მწვანე დერეფნის” სახით განვითარდება.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვასა და უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი, ასევე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები