ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"ნიკე-ლუსო": ჩაშლილი მატჩით და მოედანზე დადგმული პერფორმანსით არ დაზარალდება ჩვენი კლუბი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საფეხბურთო კლუბმა "ნიკე-ლუსომ" განცხადება გაავრცელა და უარყო "ლანჩხუთის" ქალთა გუნდის ბრალდებები ვიდეომონიტორინგისა და ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე. კლუბის თქმით, მატჩის ჩაშლასა და პროტესტში მონაწილე ზოგიერთ ფეხბურთელს პირადი წყენა აქვს კონტრაქტების გაუგრძელებლობის გამო და ისინი სასამართლოში იდავებენ.

"ნიკე-ლუსო": ჩაშლილი მატჩით და მოედანზე დადგმული პერფორმანსით არ დაზარალდება ჩვენი კლუბი
"ნიკე-ლუსო": ჩაშლილი მატჩით და მოედანზე დადგმული პერფორმანსით არ დაზარალდება ჩვენი კლუბიტაბულა

საფეხბურთო კლუბი "ნიკე-ლუსო" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გუშინდელ პროტესტში მონაწილეები და მხარდამჭერები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მათ ყოფილ პრეზიდენტს "მოძალადედ" მოიხსენიებენ. ისინი აპირებენ, რომ მიმართონ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და დავა სასამართლოში გააგრძელონ.

მათი თქმით, ფეხბურთელთა ნაწილს მათი კლუბის მიმართ აქვთ პირადი წყენა, რადგან არ გაუგრძელეს სამუშაო ხელშეკრულება. ისინი "სრული პასუხისმგებლობით" აცხადებენ, რომ არცერთ გასაახდელში არასდროს არ განხორციელებულა ვიდეო მონიტორინგი, "ნიკე-ლუსოს" სამუშაო ოფისში კი საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი სივრცე.

კლუბი ასევე წერს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ გააზიარებდნენ მიმოწერებს, ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა "წინააღმდეგობებს", რომლებიც დადგინდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ცრუ ჩვენებასა და უტყუარ მტკიცებულებეს შორის.

გთავაზობთ კლუბის განცხადებას სრულად:

გვსურს გამოვეხმაუროთ ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის სოციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებას და ამავე გუნდის ფეხბურთელთა მიერ გამოხატულ პროტესტის ფორმას.

სამწუხაროდ, გვიწევს შეხსენება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თანასწორია, როგორც ქართველი ეროვნების ფეხბურთელი ქალი, ასევე თურქი ეროვნების მამაკაცი.

ჩვენი საფეხბურთო კლუბის ყოფილ პრეზიდენტს პროტესტში მონაწილე და მხარდამჭერი პირები დღემდე მოიხსენიებენ "მოძალადედ" და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლომ მიიჩნია უდანაშაულოდ და გაანთავისუფლა სხდომათა დარბაზიდან.

კანონმდებლობიდან გამომდინარე არ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდოთ და გავასაჯაროვოთ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები. მტკიცებულებები, რომელთა გაცნობაც თითოეულ თქვენგანს დაარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მსხვერპლის სტატუსის მქონე და პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების მიერ.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ პროტესტში მონაწილე ფეხბურთელთა ნაწილს ჩვენი კლუბის მიმართ გააჩნიათ პირადი ინტერესი და წყენა, რომელიც წარმოიშვა მათთან სამუშაო ხელშეკრულების არ გაგრძელებით, რის გამოც მოუწიათ "ნიკე-ლუსოს" შემადგენლობის დატოვება.

პროტესტში მონაწილე "ნიკე-ლუსოს" ფეხბურთელებს, განსაკუთრებით მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელს და მის უახლოეს ქალ ფეხბურთელ მეგობარს, რომელიც ჩვენი რწმენითა და სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური ბრალდების მთავარი ორგანიზატორია, საფეხბურთო კლუბი არ დაუტოვებიათ საკუთარი ნებით. უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ ახსნა განმარტებას, თუ რატომ მოხდა მათი წაშლა კლუბის კუთვნილ საკომუნიკაციო "ჩატებიდან" და რატომ არ ვუხანგძლივებდით კონტრაქტს.

იმედია საზოგადოებას გაუჩნდება კითხვა - თუ 2026 წლის 29 სექტემბერს, საფეხბურთო მატჩის ჩაშლით გამოწვეული პროტესტი განპირობებული იყო ფეხბურთელი ქალის მხარდაჭერის სულისკვეთებით, პროტესტში მონაწილე ფეხბურთელებმა რატომ მათივე ნებით არ დატოვეს "ნიკე-ლუსოს" რიგები? რატომ სურდათ "ნიკე-ლუსოს" რიგებში დარჩენა?

"ნიკე-ლუსოსს" ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ბაზაზე, შესაბამისად ჩვენს კლუბს არ აქვს რაიმე სახის წვდომა ბაზაზე განთავსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ გასახდელში არასდროს არ განხორციელებულა ვიდეო მონიტორინგი. უფრო მეტიც, "ნიკე-ლუსოს" სამუშაო ოფისში საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი სივრცე.

ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" სოციალური გვერდით საზოგადოებას მიეწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახურმა "ნიკე-ლუსო" დააჯარიმა გასახდელში ვიდეო მონიტორინგის განხორციელების ფაქტზე. 2026 წლის 27 აპრილის, N გ-1/028-1/2026 სახელმწიფო აუდიტის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს გასახდელ ოთახს. დაჯარიმება ტექნიკურ შინაარს შეიცავდა.

მოხარული ვიქნებოდით, რომ გვქონდეს შესაძლებლობა გაგიზიაროთ დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და კლუბის ყოფილ პრეზიდენტს შორის არსებული მიმოწერები; მათი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-კამერის ჩანაწერები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და პროტესტში მონაწილე ქალ ფეხბურთელთა შორის საგულდაგულოდ წაშლილი ესემესები, რომელიც აღდგენილ იქნა ექსპერტის მიერ; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალი ფეხბურთელის ფოტო სურათები და სხვა ათეულობით არსებული წინააღმდეგობა, რომელიც დადგინდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ცრუ ჩვენებასა და უტყუარ მტკიცებულებეს შორის.

ჩაშლილი საფეხბურთო მატჩით და მოედანზე დადგმული პერფომანსით არ დაზარალდება ჩვენი საფეხბურთო კლუბი, რომელიც უფრო მეტი შემართებით უზრუნველყოფს საერთაშორისო მაშტაბით ქართული ფეხბურთის განვითარებასა და წარმატებას.

საფეხბურთო მოედანი არ არის ადგილი სადაც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან და მასში მითითებულ განზრახ დამახინჯებულ ფაქტებთან დაკავშირებით მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და სასამართლოში კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახავია.

ჩვენი გუნდი საფეხბურთო მოედანზე გპირდებათ მხოლოდ საფეხბურთო პერფომანსს, ლამაზ-სანახაობრივ ფეხბურთს და დიდ გამარჯვებებს, სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს სასამართლო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდის წევრებმა პროტესტის ნიშნად ნიკე ლუსოსთან მატჩი შეწყვიტეს. "ნიკე-ლუსოს" მფლობელი და პრეზიდენტი თურქი ბიზნესმენი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, თუმცა ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

გუშინ განცხადება გაავრცელა თავად ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა.

"ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!

თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული.

სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.

ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.

და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში. ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!" - წერს კლუბი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული. სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე. ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც. და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში. ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.