პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც უქმდება 40 000-ლარიანი ზღვარი და ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარზე ნაკლებია. ცვლილება 81 ათას ოჯახს შეეხება და 2026 წლის დეკლარირებაზე გავრცელდება.

81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია
იმედინიუსი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000 ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ქონების გადასახადისგან 81 ათასი ოჯახი გათავისუფლდება.

დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

აღნიშნული ცვლილება იმ ქონების გადასახადზე გავრცელდება, რომლის დეკლარირება, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტმა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა
  2. ტაბულაოპოზიციურიქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდა, ცვლილება III მოსმენით მიიღეს
  3. ფორმულაოპოზიციურიქონების გადასახადზე არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება
  4. პირველი არხისამთავრობოპარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქონების გადასახადის ზღვრის ცვლილება წელსვე შეეხება 2025 წლის შემოსავლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები