პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ. ცვლილების თანახმად, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა და დგინდება 100 000 ლარის ოდენობის ერთიანი შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირები ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან
პირველი არხი

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 91 ხმით დაამტკიცა.

მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000-ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და დგინდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ქონების გადასახადისგან 81 ათასი ოჯახი გათავისუფლდება.

დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

აღნიშნული ცვლილება იმ ქონების გადასახადზე გავრცელდება, რომლის დეკლარირება, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტმა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა
  2. ტაბულაოპოზიციურიქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდა, ცვლილება III მოსმენით მიიღეს
  3. ფორმულაოპოზიციურიქონების გადასახადზე არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება
  4. იმედინიუსისამთავრობო81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები