ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდა, ცვლილება III მოსმენით მიიღეს
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. დგინდება ერთიანი ზღვარი, რომლის თანახმადაც ფიზიკური პირი ქონების გადასახადს გადაიხდის, თუ მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აჭარბებს.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება.
დადგინდა ერთიანი ზღვარი - ფიზიკური პირი ქონების გადასახადს გადაიხდის, თუ მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 100 000 ლარზე მეტი იქნება. მოქალაქეები დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8%-ს და არაუმეტეს 1%-ს გადაიხდიან.
საგადასახადო კოდექსში ცვლილება გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში და შეეხება იმ ქონების გადასახადსაც, რომლის დეკლარირებაც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა მოხდეს.
"ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის შემოსავლის ზღვრის დაწესების ძირითად მიზანს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების დამატებითი საგადასახადო ვალდებულისგან დაცვა წარმოადგენს, რასაც მოქმედი მოდელი ვერ უზრუნველყოფს" - წერია განმარტებით ბარათში.
მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
40 000-100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა
- ფორმულაქონების გადასახადზე არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება
- პირველი არხიპარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან
- იმედინიუსი81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…