პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების - 20 ლარით გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზეა ორიენტირებული. პროექტის მიხედვით, 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, ხოლო 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით გაიზრდება. ასევე იგეგმება საჯარო სექტორში ხელფასების მატება, ხოლო ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების - 20 ლარით გაიზრდება
რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზე არის ორიენტირებული.

"ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 და მთავრობის ვალი 31,6, რაც სამეზობლოში და ევროპაშიც საუკეთესოა. შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი - მილიარდ 200 მილიონით. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები," - აღნიშნა კვიჟინაძემ.

რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ და 555 ლარი გახდება, იმავე ასაკობრივი კატეგორიის პირებს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, პენსია 665 ლარი გაუხდებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი, პენსია 20 ლარით მოიმატებს.

"იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. ეს არის წინასწარი," - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

"პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება, დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, ეს ბიუჯეტი არის პირველადი და გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენისას," - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციური2027 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - ₾60-ით | პაატა კვიჟინაძე
  2. ტაბულაოპოზიციურიიანვრიდან 70 წლამდე პირებისთვის პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ - 60 ლარით
  3. პირველი არხისამთავრობოსახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პირების კი 20 ლარით გაიზრდება
  4. POSTVსამთავრობოსახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები