,, ასე გავიმარჯვებ. დედას ვფიცავარ” – თამარ ჩერგოლეიშვილი
ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში მედიის როლზე და ჟურნალისტურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედია მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი:
,,მედია უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეების ინტერესებს.
არა საკუთარ, ან საკუთარი პატრონის ეგოს, არამედ მოქალაქეების ინტერესებს.
ეს არის MUST, თუ მედიად უნდა ჩაგთვალო და არა სუნიანად.
თავმოყვარე ჟურნალისტი უნდა ემსახუროს მოქალაქის ინტერესებს. მისი თავმოყვარეობა ისაზღვრება იმით, რამდენად შეუძლია “იმან ჩემზე ის თქვა, ამან ჩემზე ეს თქვას” გადაბიჯება და საჯარო ინტერესის სამსახური.
ანუ მე თქვენ გაგთრეშავთ და გაგასაზიზღრებთ იქამდე, სანამ
თავმოყვარეობა გგონიათ, საჯარო ინტერესების ღალატი, იმიტომ რომ ვიღაც ჩერგოლეიშვილი გომბიოებად და ჯაგებად გთვლით.
პრინციპის საკითხია რომ ჩვენი საზოგადოება ისე მოეწყოს, “მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს”, იმის მიუხედავად რამდენად შეელახათ ეგო.
ანუ სუნიანად ვთვლი ყველას, ვისაც თავმოყვარეობა საჯარო და სამოქალაქო ინტერესების უგულებელყოფა და ღალატი
ჰგონია, და ამას იმით ამართლებს რომ “შეურაცხყოფილია”.
ანუ აი ეგ არის დეფინიცია გორსალობის.
და გორსალებად მაგიტომ
გთვლით, რომ გორსალა დამიძახა და ამიტომ ვღალატობ პროფესიულ მოვალეობებსო – ამტკიცებთ.
და ბოლომდე ასე მივალ
ძვირფასებო – არანაირი “დაგავარნიაკი” ჩემთან არ იქნება, ვერ მომელაპარაკებით რომ სუნიანებად არ ჩაგთვალოთ, სანამ მაგ პირობას აყენებთ იმისთვის, რომ თქვენი მოვალეობა შეასრულოთ.
და ასე გავიმარჯვებ.
დედას ვფიცავარ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.