პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი – 4 ოქტომბრის ავანტიურის ორგანიზატორებს ვინც ანგარიშგასაწევად მიიჩნევს პოლიტიკაში, ჩემთან კომუნიკაციას ვუკრძალავ, ყველა, ვინც აფერა მოამზადა, პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 ოქტომბრის მოვლენებს. მისი განცხადებით, აბსოლუტურად ყველა, ვინც ეს „უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი აფერა მოამზადა“, პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს. ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ კომუნიკაციას უკრძალავს ყველას, ვინც ამ ავანტიურის ორგანიზატორებს პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად მიჩნევს, ხოლო ტელემედიას, რომელიც მათ ეთერს აძლევს პასუხისმგებლობის მოთხოვნის გარეშე, მკაცრად აკრიტიკებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი – 4 ოქტომბრის ავანტიურის ორგანიზატორებს ვინც ანგარიშგასაწევად მიიჩნევს პოლიტიკაში, ჩემთან კომუნიკაციას ვუკრძალავ, ყველა, ვინც აფერა მოამზადა, პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს
პირველი არხი

აბსოლუტურად ყველა, ვინც 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი აფერა მოამზადა, პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, მასთან კომუნიკაციას უკრძალავს ყველას, ვინც 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებს პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად მიჩნევს.

„4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო ავანტიურის ორგანიზატორებს ვინც ანგარიშგასაწევად მიიჩნევს, პოლიტიკაში, ჩემთან კომუნიკაციას ვუკრძალავ. აბსოლუტურად ყველა, ვინც ეს უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი აფერა მოამზადა, პოლიტიკურ საფლავში უნდა ჩაწვეს. ყველა ტელემედია, რომელიც ამ უპასუხისმგებლო დორბლიანებს ეთერს აძლევს ისე, რომ ამ სამარცხვინო ავანტიურის გამო პასუხს არ თხოვს, მედია კი არა მიშა სააკაშვილის ჩეჩმაა და შესაბამისად უნდა მოექცეთ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები