ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მძღოლს, რომლის შეჯახების შედეგად ორი ქვეითი დაიღუპა

საქართველოს პროკურატურა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო მძღოლი, რომლის ავტომობილსაც ორი ქვეითი შეეჯახა და დაიღუპა. ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა მიესაჯა.

7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მძღოლს, რომლის შეჯახების შედეგად ორი ქვეითი დაიღუპა
7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მძღოლს, რომლის შეჯახების შედეგად ორი ქვეითი დაიღუპატაბულა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ბრალდებული, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ბრალდებული ორ ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი იმავე დღეს - საავადმყოფოში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება" - წერს პროკურატურა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.