ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს პროკურატურა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა მიუსაჯა.

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯარუსთავი 2

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა"-ს საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ბრალდებული ორ ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი იმავე დღეს საავადმყოფოში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.