საზოგადოება · 9 ოქტომბერი, 22:35
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძღოლი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა. ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით ქვეითი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი დაკავებულია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…