ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა მიუსაჯა.

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯაინტერპრესნიუსი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, „კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა"-ს საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ბრალდებული ორ ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი იმავე დღეს საავადმყოფოში.

„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა"-ს საავტომობილო გზაზე მოძრაობის დროს, ბრალდებული ორ ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი იმავე დღეს საავადმყოფოში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.