პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეს კვლევა არ არის ოფიციალურად გამოქვეყნებული, მაგრამ რა ინფორმაციაც გავრცელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მაჩვენებელი საზოგადოებრივი განწყობებისა - გიორგი გაბუნია IRI-ის სკანდალურ კვლევაზე

ქართული ოცნება

სოციალურ ქსელში გავრცელდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაუზუსტებელი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას მაღალი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ოპოზიციას დაბალი. მმართველი გუნდის წარმომადგენელი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებრივი განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

ეს კვლევა არ არის ოფიციალურად გამოქვეყნებული, მაგრამ რა ინფორმაციაც გავრცელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მაჩვენებელი საზოგადოებრივი განწყობებისა - გიორგი გაბუნია IRI-ის სკანდალურ კვლევაზე
რუსთავი 2

რატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ის კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა?! - სოციალურ ქსელში შედეგები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1% ან 2% აქვთ, ჯამში კი 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%, ალოკაციით კი 55%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს "ქართული ოცნებისთვის" 36% არცერთ კვლევაში არ დაუწერია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს კვლევა არ არის ესე ოფიციალურად გამოქვეყნებული, მაგრამ რა ინფორმაციაც გავრცელდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი და მაჩვენებელი საზოგადოებრივი განწყობებისა, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში.

რეალურად, ჩვენი ხელისუფლების ნდობა საზოგადოებაში არის უპრეცედენტოდ მაღალი და ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ასევე, ის რადიკალური ოპოზიცია, რომელზეც მუდმივად დებენ ფსონს მათი გარე დამფინანსებლები, სრულიად გაკოტრებული, სრულიად ამორალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ არანაირი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ და განაცხადონ პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლაზე, არ აქვთ. ეს ძალები რეალურად არის დამთავრებული ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ეს კვლევები აი იმ სინამდვილეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ჩვენს პოლიტიკურ ველზე," - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოგიორგი გაბუნია – სოციალურ ქსელში გავრცელებული კვლევა ქვეყანაში არსებული განწყობების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ხელისუფლების ნდობა უპრეცედენტო და მაღალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციამ IRI-ის კვლევა დამალა - რა შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები