პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მალავდნენ კვლევის შედეგებს, მიუთითებს, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი - გიორგი კახიანი IRI-ის კვლევაზე

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მალავდნენ IRI-ის კვლევის შედეგებს, რაც მის თქმით, მათ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. კახიანის შეფასებით, კვლევაში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო ოპოზიციის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზე.

ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მალავდნენ კვლევის შედეგებს, მიუთითებს, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი - გიორგი კახიანი IRI-ის კვლევაზე
რუსთავი 2

"ის ფაქტი, რომ ეს ოპოზიციის წარმომადგენლები მალავდნენ კვლევის შედეგებს, მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც IRI-ის სკანდალურ კვლევას გამოეხმაურა.

კახიანის შეფასებით, კვლევა არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ოპოზიცია წარმართავს.

"ამ კვლევის შედეგებით, რომლებიც შემთხვევით გაჩნდა და ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ფიქსირდება IRI-ს კვლევებით, თავად IRI-ს კვლევებითაც კი ფიქსირდება, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, თუკი როდისმე IRI-ს კვლევებში ეს გამოჩენილა.

ამის საპირისპიროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ზოგადად, მთლიანად რადიკალური ოპოზიციისთვის ჯამში აღებული, ხომ? - ანუ, ეს არის რეალურად იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც, ერთი მხრივ, ხელისუფლება ახორციელებს და მეორე მხრივ, იმ მავნებლური საქმიანობის შედეგი, რომელსაც რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები მთელი ამ ხნის განმავლობაში წარმართავდნენ," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

რატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ის კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა?! - სოციალურ ქსელში შედეგები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1% ან 2% აქვთ, ჯამში კი 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%, ალოკაციით კი 55%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს "ქართული ოცნებისთვის" 36% არცერთ კვლევაში არ დაუწერია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოოპოზიციის ისტორიული მინიმუმი და „ქართული ოცნების“ მაქსიმუმი - IRI-ის კვლევის შედეგები, რომელიც ოპოზიციამ დაუკვეთა და თავად დამალა
  2. რუსთავი 2სამთავრობორატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ს კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა - დოკუმენტს მიხედვით, რვა ოპოზიციურ პარტიას 16%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ქართულ ოცნებას" კი 36%-იანი
  3. რუსთავი 2სამთავრობოოპოზიციამ IRI-ის კვლევა დამალა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ოპოზიციამ ეს კვლევები დამალა ერთი მიზეზის გამო, რომ რაღაც აღქმების აბსურდში რომ აცხოვრებენ თავიანთ მომხრეებს... ის მომხრეებიც არ დაკარგონ" - ლევან მაჭავარიანი IRI-ის კვლევაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები