ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვინ დაუკვეთა IRI-ს კვლევა - ოპოზიციური პარტიების ბუნდოვანი განცხადებები და მმართველი გუნდის რეკორდული რეიტინგი

ფედერალისტებილელოქართული ოცნება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების არაოფიციალური გავრცელების შემდეგ, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას მაღალი რეიტინგი აქვს, ოპოზიციურ პარტიებში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და კრიტიკა გაკეთდა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და სხვა ოპოზიციონერებმა კვლევის ავთენტურობასა და დროზე სხვადასხვა პოზიცია დააფიქსირეს, ხოლო დამკვეთების ვინაობაზე პასუხისმგებლობას ყველა იხსნის.

ვინ დაუკვეთა IRI-ს კვლევა - ოპოზიციური პარტიების ბუნდოვანი განცხადებები და მმართველი გუნდის რეკორდული რეიტინგი
ვინ დაუკვეთა IRI-ს კვლევა - ოპოზიციური პარტიების ბუნდოვანი განცხადებები და მმართველი გუნდის რეკორდული რეიტინგირუსთავი 2

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის საჯარო ეთერის შემდეგ გააკეთეს.

სააკაშვილის პარტია თინა ბოკუჩავას დემონსტრაციულმა თავშეკავებამ დააბნია, რომელიც გაცილებით ბევრისმთქმელი აღმოჩნდა. აღიარეს ის, რასაც ორი დღის განმავლობაში უარყოფდნენ. ჯერ კვლევის ავთენტურობა დაადასტურეს, რასაც მანამდე ეჭვქვეშ აყენებდნენ, ბოლოს კი ერთმანეთთან შეუთანხმებლად გამოკითხვის ჩატარების პერიოდიც გაამხილეს.

საინტერესოა, კიდევ რომელმა პარტიებმა დაუკვეთეს IRI-ს კვლევა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ჯამში მხოლოდ 16 პროცენტი დაუთვალეს? პასუხისმგებლობას ყველა იხსნის. მეტიც, პარტიები, რომლებიც არაოფიციალურად გავრცელებული ამ მონაცემების მიხედვით 1- და 2-პროცენტიანები არიან, დღესაც ამტკიცებენ, რომ კვლევა ძველია და ის სავარაუდოდ 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება.

სანდრო რაქვიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სოცქსელში გამოქვეყნებული მონაცემების შემდეგ საჯაროდ ალაპარაკდა ოპოზიციის კრიტიკულად დაბალ მაჩვენებელზე. ამის გამო მას ღიად დაუპირისპირდა ფედერალისტების ლიდერი, რომლის რეიტინგიც ლელოს მსგავსად 1 პროცენტიც არ არის. რაქვიაშვილს ოპოზიციის უკმაყოფილებაც ლოგიკურად ეჩვენება და კვლევის შეგნებულად დამალვის მიზეზიც.

რამდენჯერმე მაღალი რეიტინგი აქვს მმართველ პარტიას: ალოკაციის გარეშე - 36%, ალოკაციით - 55%. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს ის ისტორიული მაქსიმუმია, რომლის პრეცედენტიც აქამდე მათ IRI-ს არც ერთ კვლევაში არ ჰქონიათ.

ვინ არიან დამკვეთები და როდის გამოქვეყნდება კვლევის სრული ვერსია? - ამ კითხვებით „კურიერმა“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობას წერილობით რამდენიმე დღის წინ, შედეგების არაოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე მიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.