ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"შემოსავლის დათვლისას, დარიცხული ხელფასის ნაცვლად, [ქონების გადასახადის] კანონში ხელზე ასაღები ხელფასი უნდა ჩაიწეროს"|რეკომენდაცია პარლამენტს

ქართული ოცნება

იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელმა და ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდის ინიციატორებს მიმართა რეკომენდაციით, რომ ოჯახის შემოსავლის დათვლისას დარიცხული ხელფასის ნაცვლად კანონში ხელზე ასაღები ხელფასი ჩაიწეროს. გარდა ამისა, მან დეპუტატებს გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთის შენარჩუნება, ოჯახის წევრის მკაცრი ნათესაური კავშირებით განსაზღვრა და ქონების გადასახადის ზრდის ლიმიტის დაწესება ურჩია.

"შემოსავლის დათვლისას, დარიცხული ხელფასის ნაცვლად, [ქონების გადასახადის] კანონში ხელზე ასაღები ხელფასი უნდა ჩაიწეროს"|რეკომენდაცია პარლამენტს
"შემოსავლის დათვლისას, დარიცხული ხელფასის ნაცვლად, [ქონების გადასახადის] კანონში ხელზე ასაღები ხელფასი უნდა ჩაიწეროს"|რეკომენდაცია პარლამენტსBM.GE

იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი და ფინანსთა მინისტრის ყოფილე მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ფიზიკური პირის ქონების ქონების გადასახადის ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდის ინიციატორ დეპუტატებს ურჩევს, ოჯახის შემოსავლის დათვლისას, დარიცხული ხელფასის ნაცვლად, კანონში ხელზე ასაღები ხელფასი ჩაწერონ.

ამ თემაზე მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილშიც" ისაუბრა.

"ოჯახის შემოსავალში (ამ 100 000-ლარიანი ზღვრის დათვლისას) შეიტანება დარიცხული ხელფასი ანუ ის თანხა, რაც ფიზიკურ პირს შრომით ხელშეკრულებაში უწერია, მაგრამ ხელზე ხომ ნაკლებს იღებს?! საპენსიო შენატანი რომ გვერდზე გადავდოთ, ელემენტარულად 20%-ია საშემოსავლო გადასახადი და ხელზე 20%-ით ნაკლებს იღებს დასაქმებული, ამიტომ კანონში უნდა ეწეროს ხელზე ასაღები ხელფასი და არა დარიცხული. იმ 20%-ს დასაქმებული თვალით ვერ ხედავს - მას დამქირავებელი უკავებს გადახდის წყაროსთან და შეაქვს ბიუჯეტში. როგორ შეიძლება ის თანხა, რომელსაც თვალით ვერ ვხედავ და ვერ ვსარგებლობ, ჩემი გადახდისუნარიანობის შესაფასებლად გამოვიყენოთ? ხომ არ შეიძლება?! ვფიქრობ, დარიცხული ხელფასის მითითება არსებითად არასწორია", - აცხადებს მინისტრის ყოფილი მოადგილე.

გარდა ამისა, ზურაბ ძნელაშვილს "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია აქვს:

უნდა შევინარჩუნოთ გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი (1%-ის ფარგლებში) ოჯახის შემოსავლების მიხედვით;

იქ სადაც წერია, რომ ოჯახის წევრისგან ჩუქებით მიღებული შემოსავალი არ ჩაითვლება ოჯახის შემოსავალში, უნდა გაკეთდეს ოჯახის წევრის განმარტება და იგი განისაზღვროს მხოლოდ ნათესაური კავშირით;

ვინაიდან ქონება იბეგრება საბაზრო ფასიდან, რომელიც ყოველ წელს მზარდია, თითოეული დასაბეგრი ქონების მიმართ უნდა დაწესდეს გადასახადის თანხის ზრდის ლიმიტი.

"დარიცხულ ხელფასს თვალით ვერ ვხედავთ" - 4 ინიციატივა ქონების გადასახადის კანონში ხარვეზების აღმოსაფხვრელად|ინტერვიუ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოჯახის შემოსავალში (ამ 100 000-ლარიანი ზღვრის დათვლისას) შეიტანება დარიცხული ხელფასი ანუ ის თანხა, რაც ფიზიკურ პირს შრომით ხელშეკრულებაში უწერია, მაგრამ ხელზე ხომ ნაკლებს იღებს?! საპენსიო შენატანი რომ გვერდზე გადავდოთ, ელემენტარულად 20%-ია საშემოსავლო გადასახადი და ხელზე 20%-ით ნაკლებს იღებს დასაქმებული, ამიტომ კანონში უნდა ეწეროს ხელზე ასაღები ხელფასი და არა დარიცხული. იმ 20%-ს დასაქმებული თვალით ვერ ხედავს - მას დამქირავებელი უკავებს გადახდის წყაროსთან და შეაქვს ბიუჯეტში. როგორ შეიძლება ის თანხა, რომელსაც თვალით ვერ ვხედავ და ვერ ვსარგებლობ, ჩემი გადახდისუნარიანობის შესაფასებლად გამოვიყენოთ? ხომ არ შეიძლება?! ვფიქრობ, დარიცხული ხელფასის მითითება არსებითად არასწორია“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
რა უნდა იცოდნენ ფიზიკურმა პირებმა, რომლებმაც შარშან გადაიხადეს ქონების გადასახადი, მაგრამ წელს აღარ უწევთ?|რჩევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები