პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საპროცესო გაუფორმდა ბექა ჭულუხაძეს, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე იარაღის შენახვას ედავებოდნენ

ტვ პირველისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიქართული ოცნება

ბექა ჭულუხაძეს, რომელსაც 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე იარაღის შენახვას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მისი ადვოკატის განცხადებით, დაცვის ქვეშ მყოფს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.

საპროცესო გაუფორმდა ბექა ჭულუხაძეს, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე იარაღის შენახვას ედავებოდნენ
ნეტგაზეთი

ბექა ჭულუხაძეს, რომელსაც 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, საბრძოლო მასალის დამალვას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ჭულუხაძეს 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. შესაბამისად, ის საპატიმროს 2027 წლის ივლისში დატოვებს.

ჭულუხიძის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.

„გავეცანი საპროცესო შეთანხმების ოქმს და შუამდგომლობას, არავითარი აღიარება, არავითარი დაკითხვა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არ არის მომხდარი, არანაირი მტკიცებულებები… მაგასთან დაკავშირებით ჩვენება არ მიუცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. [ეს რომ ეთხოვათ] მეტყოდა“, — თქვა გაიოზ ჩარკვიანმა.

კითხვაზე, აღიარა თუ არა ჭულუხაძემ, რომ ის საბრძოლო მასალას დივერსიის მოწყობის მიზნით ინახავდა, ადვოკატი პასუხობს, რომ საქმეში დივერსია საერთოდ არაა ნახსენები.

ბექა ჭულუხაძე სუს-მა საერთაშორისო ძებნის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივლისს, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს. სუსი საუბრობდა ამ საქმის კავშირზე „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე“.

დაკავებისას სუს-ში გამართული ბრიფინგის თანახმად, ისინი ასევე მუშაობდნენ ბექა ჭულუხაძისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური4 ოქტომბრის „დივერსიის“ დაგეგმვაში ბრალდებულს საპროცესო გაუფორმეს
  2. ტაბულაოპოზიციური4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  3. TV პირველიოპოზიციურივრცელდება ჩანაწერი, სადაც ბექა ჭულუხაძე ბრალს აღიარებს
  4. ფორმულაოპოზიციური4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ექსკლუზივი: მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები