ექსკლუზივი: მცხეთაში იარაღის სამალავის საქმეზე დაკავებულს საპროცესო გარიგება გაუფორმეს
მცხეთაში იარაღის სამალავისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც მას 1 წლიანი რეალური და 2 წლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

"პირველების" ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმდა.
საპროცესო პირობა ასეთია: რეალური სასჯელი 1 წელი, პირობითი სასჯელი 2 წელი.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, პროკურატურაში ითქვა, რომ ბექა ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გასული წლის 6 ოქტომბერს, დაუსწრებლად წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, 8 ოქტომბრიდან კი, მასზე ძებნა გამოცხადდა.
ჭულუხაძეს 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…