პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მას 1 წლით რეალური და 2 წლით პირობითი სასჯელი განესაზღვრა. ადვოკატის განცხადებით, მას სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და აღიარებს მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
ფორმულა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.

ჭულუხაძეს 1 წლით რეალური და 2 წლით პირობითი სასჯელი განესაზღვრა. ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ჭულუხაძეს სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმებაში დივერსიული აქტების შესახებ საუბარი არ არის და ჭულუხაძე მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას აღიარებს.

ბექა ჭულუხაძე სუს-მა 11 ივლისს, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური4 ოქტომბრის „დივერსიის“ დაგეგმვაში ბრალდებულს საპროცესო გაუფორმეს
  2. ტაბულაოპოზიციური4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურისაპროცესო გაუფორმდა ბექა ჭულუხაძეს, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე იარაღის შენახვას ედავებოდნენ
  4. TV პირველიოპოზიციურივრცელდება ჩანაწერი, სადაც ბექა ჭულუხაძე ბრალს აღიარებს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროკურორი არ გამორიცხავს, ბაჩანა ახალაიას საქმეში ბექა ჭულუხაძის ჩვენება გაჩნდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები