Fly Dubai-ის თვითმფრინავმა უკრაინელ და რუს პილოტებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელისკენ მიმავალი Fly Dubai-ის თვითმფრინავი საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში ავარიული დაშვებით დაჯდა. მედიის ინფორმაციით, ინციდენტი უკრაინელ და რუს პილოტებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ გამოიწვია.

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელისკენ მიმავალ Fly Dubai-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
მედია უსაფრთხოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ინციდენტი თვითმფრინავის ორ პილოტს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია.
თვითმფრინავი საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში დაეშვა, სადაც ორმაგი დანიშნულების (სამოქალაქო და სამხედრო) ობიექტია განთავსებული. მგზავრები უსაფრთხოდ არიან.
მომხდართან დაკავშირებით უფრო დეტალურად წერს გამოცემა Deutsche Welle. მედიის ინფორმაციით, Fly dubai-ს სამგზავრო თვითმფრინავის პილოტები, რომლებმაც განგაშის სიგნალი გასცეს, რუსი და უკრაინელი პილოტები იყვნენ, რომლებსაც ფრენის დროს ჩხუბი მოუვიდათ.
თვითმფრინავმა თავდაპირველად განგაშის სიგნალი 7700 გასცა, რასაც მოჰყვა კოდი 7500, რომელიც თვითმფრინავის გატაცების ან სხვა უკანონო ჩარევის შემთხვევაში გამოიყენება.
ბორტზე დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა. ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები თავდაპირველად თვითმფრინავის ჩასაჭრელად აფრინდნენ, მაგრამ თელ-ავივმა გატაცების შესაძლებლობა მალევე გამორიცხა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიმედია: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის ჩხუბი გახდა
- იმედინიუსიმედია: დუბაი - თელ-ავივის რეისზე ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, თუმცა მგზავრებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ისრაელის ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…