ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის მზადებას აგრძელებს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა, ხოლო აპარატები უკვე გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს
საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობსრუსთავი 2

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკოს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა. სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის 8 ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის 9 აპარატი და 7 პლანშეტი, რომელთაგან 3 იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკოს ლოგისტიკის გუნდმა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადასცა. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის წინა დღეს გადასცემენ.

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან 4 უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.