ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცესკო-ში აცხადებენ, რომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა დასრულდა

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცესკო-ს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა დასრულდა. მომზადდა შესაბამისი აპარატები და პლანშეტები, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადაეცათ.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა დასრულდა
ცესკო-ში აცხადებენ, რომ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა დასრულდაპირველი არხი

საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს. ცესკო-ს საოპერაციო-სასაწყობე სივრცეში დასრულდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დიაგნოსტირება და საბოლოო პროგრამული გამართვა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში არჩევნებისთვის მომზადდა ხმის მიცემისა და ხმის დათვლის რვა ელექტრონული აპარატი, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ცხრა აპარატი და შვიდი პლანშეტი, რომელთაგან სამი იმ უბნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

„საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკო-ს ლოგისტიკის გუნდმა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადასცა. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის წინა დღეს გადასცემენ. 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან ოთხ უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკო-ს ლოგისტიკის გუნდმა, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიებს უკვე გადასცა. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები ტექნოლოგიურ საშუალებებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის წინა დღეს გადასცემენ. 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათგან ოთხ უბანზე გამოყენებული იქნება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატები“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები