ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით (რ)

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა მობილბანკის განახლებული ფუნქციონალები წარადგინა. მომხმარებლებს უკვე აქვთ თანხის გაყოფის ახალი მეთოდები წილებისა და ქვითრის მიხედვით (ვალუტების ჩათვლით), უცხოურ ბანკში გადარიცხვების ტრეკერი და გადახდის პროცესში შაბლონის პირდაპირ შექმნის შესაძლებლობა.

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით (რ)
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით (რ)ტაბულა

საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებლებს გაუმჯობესებულ გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად, განახლდა თანხის გაყოფის, უცხოურ ბანკში გადარიცხვების და გადახდის შაბლონების ფუნქციონალები.

თანხის გაყოფის განახლებული შესაძლებლობები

თანხის გაყოფის ფუნქციონალში ორი ახალი მეთოდი გახდა ხელმისაწვდომი, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთო ხარჯები არა თანაბრად, არამედ სხვადასხვა ნაწილად დაყონ. ამისთვის მობილბანკში ორი ფუნქციონალი გაჩნდა:

თანხის გაყოფა წილების მიხედვით - მომხმარებლებს შეუძლიათ თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური წილი პროცენტულად განსაზღვრონ ან ერთ ადამიანს რამდენიმე წილი მიანიჭონ.

ქვითრის მიხედვით განაწილება - ამისთვის საკმარისია აიტვირთოს ქვითრის ფოტო, მოინიშნოს შესაბამისი კონტაქტები და თითოეულმა ადამიანმა ქვითრის მიხედვით განსაზღვროს საკუთარი წილი.

ამასთან, თანხის გაყოფა უკვე შესაძლებელია დოლარსა და ევროში განხორციელებული გადარიცხვებისთვისაც.

უცხოურ ბანკში გადარიცხვების ტრეკერი

უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალში განახლებული ტრეკერი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს, რა ეტაპზეა მისი გადარიცხვა. მათ შორის, არის თუ არა თანხა შუამავალ ბანკში, საჭიროა თუ არა დამატებითი დოკუმენტი ან დასრულებულია თუ არა გადარიცხვა წარმატებით.

შაბლონის შექმნა პირდაპირ გადახდის პროცესში

კომუნალური და სხვა განმეორებითი გადახდების შესრულებისას მომხმარებელს აღარ სჭირდება ცალკე შაბლონების სივრცეში გადასვლა - IOS-ის მომხმარებლებისთვის შაბლონის შექმნა ახლა უშუალოდ გადახდის გვერდიდან არის შესაძლებელი. სიახლე მალე დაემატება Android-ის მომხმარებლებისთვის.

განაახლეთ მობილბანკი და ისარგებლეთ გაუმჯობესებული ფუნქციონალებით.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.