მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობა ოთხ ქუჩაზე სრულდება
მუხიანის აგარაკებზე ოთხ ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა სრულდება, რისთვისაც გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარამდე დაიხარჯება.

გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაოების გარდა, აღნიშნულ დასახლებაში ეწყობა წყალარინების ქსელიც.
ამ ეტაპზე რაიონის გამგეობა წყალარინების ქსელის მონტაჟს ოთხ ქუჩაზე, კერძოდ კალოუბნის, მუხის, ერთობისა და გომბორის ქუჩებზე ასრულებს.
ქსელის მოწყობის სამუშაოები მთლიანობაში დაახლოებით 4 100 გრძივ მეტრზე ხორციელდება.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად გაეცნო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…