ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Atlantic - დონალდ ტრამპი პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას მხარს უჭერს

გამოცემა The Atlantic-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებისა და ეკონომიკური კავშირების აღდგენის იდეას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯოუნ კოულმა წამოაყენა.

The Atlantic - დონალდ ტრამპი პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას მხარს უჭერს
The Atlantic - დონალდ ტრამპი პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას მხარს უჭერსინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Atlantic- ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ჯოუნ კოული რუსეთთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის წინადადებით გამოვიდა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-მა სანქციების შესუსტებისა და მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის სანაცვლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მიაღწიოს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ იდეას დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კოულმა მსგავსი მიდგომა უკვე გამოსცადა ბელარუსთან მიმართებაში: ასობით პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ აშშ-მა სანქციები შეასუსტა და მოლაპარაკებები დაიწყო ბელარუსული კალიუმის შესყიდვაზე.

აღინიშნება, რომ ამერიკელი წარმომადგენლები რუსეთთან მასშტაბურ ბიზნეს გარიგებებსაც განიხილავენ, როგორც მშვიდობის მიღწევის სტრატეგიის ნაწილს.

კოულის მოსაზრებით, გათავისუფლებულმა პოლიტპატიმრებმა და ვაჭრობის ეტაპობრივად აღდგენამ შესაძლოა დიალოგის ახალი არხები შექმნას აშშ-სა და რუსეთს შორის და კრემლს ომის შეწყვეტისკენ უბიძგოს. ამ სტრატეგიის კრიტიკოსების მოსაზრებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ სანქციების შესუსტებამ შესაძლოა ავტორიტარულ რეჟიმებს ხალხის მძევლებად აყვანისკენ უბიძგოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა კოული წარადგინა მძევალთა საკითხებში წარმომადგენლის პოსტზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები