ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

The Atlantic: ტრამპი თანახმაა პატიმრების თავისუფლების ნაცვლად რუსეთს სანქციები შეუმსუბუქოს

The Atlantic-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაეთანხმა იდეას, რომლითაც ვაშინგტონმა შესაძლოა რუსეთს სანქციები შეუმსუბუქოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ინიციატივა წარადგინა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა, რომელმაც მსგავსი მიდგომით ბელარუსში პატიმრების გათავისუფლებას მიაღწია. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია ამ გეგმას აკრიტიკებენ.

The Atlantic: ტრამპი თანახმაა პატიმრების თავისუფლების ნაცვლად რუსეთს სანქციები შეუმსუბუქოს
The Atlantic: ტრამპი თანახმაა პატიმრების თავისუფლების ნაცვლად რუსეთს სანქციები შეუმსუბუქოსტაბულა

The Atlantic-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაეთანხმა იდეას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონმა შესაძლოა რუსეთს სანქციები შეუმსუბუქოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.

გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა წარადგინა. მან ბელარუსში დაახლოებით 500 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი ვაშინგტონმა მინსკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეარბილა.

პარალელურად, აშშ-მ და ბელარუსმა კალიუმის სასუქების შესყიდვის შესახებ მსხვილი გარიგების განხილვა დაიწყეს. ამის შესახებ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა. კოულის თქმით, მოლაპარაკებებში რუსეთიც მონაწილეობს, რადგან ევროპული სანქციების გამო ბელარუსული კალიუმის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გავლით უნდა განხორციელდეს.

The Atlantic-ის ცნობით, კოულის გეგმა რუსეთთან მიმართებით ჯერ საწყის ეტაპზეა და მიზნად ისახავს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებში არსებული ჩიხიდან გამოსავლის პოვნას.

The Atlantic-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის ავტორის, საიმონ შუსტერის შეფასებით, ამ გეგმის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლებლობა ექნება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით კეთილი ნების დემონსტრირება მოახდინოს და აშშ-სთან დიპლომატიური პროგრესის ნიშნები აჩვენოს ისე, რომ უკრაინაზე თავდასხმები არ შეწყვიტოს. სანაცვლოდ, ვაშინგტონმა შესაძლოა კრემლს სანქციების შემსუბუქება და სავაჭრო გარიგებების განახლება შესთავაზოს.

კოულის აზრით, მსგავსი შეთანხმებები მშვიდობას შეუწყობს ხელს, რადგან, ამ ლოგიკით, ეკონომიკური კავშირები, როგორც წესი, ურთიერთობების ნორმალიზებას უწყობს ხელს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ მიდგომას არ იზიარებს. მან The Atlantic-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთთან სანქციების მოხსნის ნებისმიერი მცდელობა ომის დასრულებამდე დაბლოკოს.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქებამ შესაძლოა რუსეთისა და ბელარუსის ხელისუფლებებს მეტი ადამიანის დაკავებისკენ უბიძგოს.

"მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როცა დასავლეთი ამ რეჟიმებზე გავლენის ბერკეტებს კარგავს სანქციების მოხსნითა და გარიგებების დადებით." - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

შუსტერის ცნობით, კრემლთან მოლაპარაკებებში ბელარუსული გამოცდილების გამოყენება კოულს "ნოვაია გაზეტას" ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, დმიტრი მურატოვმა შესთავაზა. მან შუსტერს სთხოვა, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან დაეკავშირებინა.

კოულს უკვე აქვს რუსულ ციხეებში მყოფი აშშ-ს მოქალაქეების სია, რომელთა გათავისუფლებაც ვაშინგტონმა შესაძლოა მომავალ მოლაპარაკებებში მოითხოვოს. მურატოვთან ერთად მან ასევე შეადგინა რუსი პოლიტიკური პატიმრების, ჟურნალისტებისა და სხვა პირების ცალკეული სია, რომლებიც ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო არიან დაკავებული.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია როგორც კონკრეტული პატიმრების ვინაობა, ისე ის დათმობები, რომელთა შეთავაზებაც აშშ-მა შესაძლოა რუსეთს სანაცვლოდ განიხილოს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როცა დასავლეთი ამ რეჟიმებზე გავლენის ბერკეტებს კარგავს სანქციების მოხსნითა და გარიგებების დადებით.“
სვეტლანა ციხანოვსკაია
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.