ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი - ბევრმა ადამიანმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას მოითხოვდნენ, პრეზიდენტ ტრამპს ბოდიშის მოსახდელად დაურეკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ დამწესებლებს მისთვის ბოდიში აქვთ მოხდილი, რადგან სანქციების დაწესების შემთხვევაში მოსკოვში დაკავებული ამერიკელის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა.

დონალდ ტრამპი - ბევრმა ადამიანმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას მოითხოვდნენ, პრეზიდენტ ტრამპს ბოდიშის მოსახდელად დაურეკა
დონალდ ტრამპი - ბევრმა ადამიანმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას მოითხოვდნენ, პრეზიდენტ ტრამპს ბოდიშის მოსახდელად დაურეკაინტერპრესნიუსი

ბევრმა ადამიანმა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას მოითხოვდნენ, პრეზიდენტ ტრამპს ბოდიშის მოსახდელად დაურეკა, რადგან არ იცოდნენ, რომ ის სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს შეერთებული შტატებისთვის მართლაც დიდი და მნიშვნელოვანი გარიგება იყო.

„სანქციები რომ დაწესებულიყო, ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, სრულად და საბოლოოდ შეწყდებოდა“, - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, მოსკოვში დაკავებული აშშ-ის მოქალაქის სტივენ ჰაბარდის ციხიდან გათავისუფლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე გამოაცხადა.

74 წლის სტივენ ჰაბარდს 2024 წელს მოსკოვის სასამართლომ უკრაინის მხარეს დაქირავებული მებრძოლების რაზმის შემადგენლობაში ბრძოლისთვის 6 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დონალდ ტრამპის ცნობით, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას სთხოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სანქციები რომ დაწესებულიყო, ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, სრულად და საბოლოოდ შეწყდებოდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება შეაჩერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები