ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პესკოვი: რუსეთში პოლიტიკური პატიმრები არ არიან

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში პოლიტიკური პატიმრები არ არიან და უარყო აშშ-სთან პოლიტპატიმრების სანაცვლოდ სანქციების შერბილების შესაძლებლობა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში მსგავსი ინიციატივა განიხილება.

პესკოვი: რუსეთში პოლიტიკური პატიმრები არ არიან
პესკოვი: რუსეთში პოლიტიკური პატიმრები არ არიანტაბულა

პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა აშშ-სთან პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ამერიკული სანქციების შერბილება, პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ ჭრილში აღნიშნული საკითხი "ვერც განიხილებოდა".

"ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე სახის პოლიტიკური პატიმრების არსებობას და მივიჩნევთ, რომ საკითხის მსგავსი დასმა სრულიად შეუსაბამოა", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვის თქმით, პატიმრების გაცვლის საკითხთან დაკავშირებით, რუსულ სპეცსამსახურებს აშშ-ს მხარესთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

"რაც შეეხება სხვადასხვა გაცვლებს, რომლებიც ადრეც შედგა, ჩვენი სპეცსამსახურები ამ საკითხზე რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებენ", - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, The Atlantic-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაეთანხმა იდეას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონმა შესაძლოა რუსეთს სანქციები შეუმსუბუქოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.

გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა წარადგინა. მან ბელარუსში დაახლოებით 500 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი ვაშინგტონმა მინსკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეარბილა.

The Atlantic-ის ინფორმაციით, კოულის გეგმა რუსეთთან მიმართებით ჯერ საწყის ეტაპზეა და მიზნად ისახავს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებებში არსებული ჩიხიდან გამოსავლის პოვნას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე სახის პოლიტიკური პატიმრების არსებობას და მივიჩნევთ, რომ საკითხის მსგავსი დასმა სრულიად შეუსაბამოა“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Atlantic: ტრამპი თანახმაა პატიმრების თავისუფლების ნაცვლად რუსეთს სანქციები შეუმსუბუქოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები