ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დონალდ ტრამპმა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც კომპანიების მხრიდან კონტროლისა და აუდიტის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპმა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
დონალდ ტრამპმა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელიინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც მისმა ადმინისტრაციამ ხელოვნური ინტელექტის შესახებ შეთანხმება უწოდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს მან და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა, რომლებსაც ის ვაშინგტონში შეხვდა.

დოკუმენტი კომპანიებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ გარე აუდიტორთან ან დამოუკიდებელ შემფასებელთან, რათა დაადასტურონ, რომ მათი ხელოვნური ინტელექტის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემები დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებს.

გარდა ამისა, კომპანიებს მოუწოდებენ, შექმნან დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს და მიიღებს ანგარიშებს შიდა და გარე აუდიტორებისგან, ასევე ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველობის გუნდებისგან.

ამასან, კომპანიებს სთხოვენ, ჰყავდეთ შიდა გუნდი, რათა უზრუნველყოფილიყო „კონტროლის, მონიტორინგისა და აღმოჩენის ყველა მექანიზმის დანიშნულებისამებრ ფუნქციონირება“.

„დროთა განმავლობაში, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ამ ნაბიჯების კანონებსა თუ რეგულაციებში ასახვა. მიუხედავად იმისა, მოეთხოვებათ თუ არა ეს კომპანიებს, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კონტროლისა და აუდიტის მექანიზმების დანერგვა გადამწყვეტია ყველასთვის უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად და ჩვენი თითოეული კომპანია მზადაა, ეს განახორციელოს. მონაწილე კომპანიები რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავების მიზნით, რათა გააუმჯობესონ საკუთარი სისტემების უსაფრთხოება“, - აღნიშნულია შეთანხმებაში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს დონალდ ტრამპმა და Google-ის, Anthropic-ის, Meta-ს, OpenAI-ის, სოციალური მედიის პლატფორმა X-ისა და NVIDIA-ს ხელმძღვანელებმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დროთა განმავლობაში, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს ამ ნაბიჯების კანონებსა თუ რეგულაციებში ასახვა. მიუხედავად იმისა, მოეთხოვებათ თუ არა ეს კომპანიებს, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კონტროლისა და აუდიტის მექანიზმების დანერგვა გადამწყვეტია ყველასთვის უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად და ჩვენი თითოეული კომპანია მზადაა, ეს განახორციელოს. მონაწილე კომპანიები რეგულარულად გამართავენ შეხვედრებს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავების მიზნით, რათა გააუმჯობესონ საკუთარი სისტემების უსაფრთხოება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.