ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ტრამპის თქმით, ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს ხელში ჩაგდებას არ აპირებს“ და ეს სიცრუეა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სიცრუეა მტკიცება, თითქოს ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს ხელში ჩაგდებას აპირებს. ტრამპმა ასევე უარყო ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების მოწოდებები ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აშშ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთს უსწრებს.

ტრამპის თქმით, ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს ხელში ჩაგდებას არ აპირებს“ და ეს სიცრუეა
ტრამპის თქმით, ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს ხელში ჩაგდებას არ აპირებს“ და ეს სიცრუეაბათუმელები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს ხელში ჩაგდებას აპირებს“.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ Truth Social-ზე დაწერა.

„მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს ხელში ჩაგდებას აპირებს, არის სიცრუე, ისევე როგორც გლობალური „დათბობა“, რომლის დროსაც ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო; „რუსეთი-რუსეთი-რუსეთი“, „უკრაინა-უკრაინა-უკრაინა“, ან იმპიჩმენტთან დაკავშირებული #1 სიცრუე, თუ იმპიჩმენტთან დაკავშირებული #2 სიცრუე“, – წერს ტრამპი.

ტრამპის თქმით, ეს ყველაფერი არის „რადიკალი მემარცხენე დემოკრატების“ საქმიანობის გამოვლინება, რომლებიც, მისი აზრით, „არასდროს ნებდებიან, მაგრამ იშვიათად იმარჯვებენ“.

ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების მოწოდებები, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპი შენელების შესახებ, რაც ტრამპმა უარყო.

„მისმინეთ, ჩვენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთს ვუსწრებთ… გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ასე დარჩეს, რადგან ის, ვინც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების რბოლაში გაიმარჯვებს, საბოლოოდ ყველაფერში გაიმარჯვებს“, – თქვა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს ხელში ჩაგდებას აპირებს, არის სიცრუე, ისევე როგორც გლობალური „დათბობა“, რომლის დროსაც ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო; „რუსეთი-რუსეთი-რუსეთი“, „უკრაინა-უკრაინა-უკრაინა“, ან იმპიჩმენტთან დაკავშირებული #1 სიცრუე, თუ იმპიჩმენტთან დაკავშირებული #2 სიცრუე“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.