პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის კომპანიებისთვის ჩინური ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გასაჯაროების ვალდებულების დაწესებას განიხილავს

Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს წესს, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს ჩინური ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჯაროდ გამჟღავნება დაევალებათ.

Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის კომპანიებისთვის ჩინური ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გასაჯაროების ვალდებულების დაწესებას განიხილავს
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ამერიკული კომპანიების დავალდებულებას - საჯაროდ განაცხადონ, იყენებენ თუ არა თავიანთ საქმიანობაში ჩინურ ხელოვნურ ინტელექტს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინიციატივის მიზანია კომპანიებს ისე უბიძგოს ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებისკენ, რომ ახალი შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო და ამან არც ტექნოლოგიური ინდუსტრიისა და არც პეკინის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

წყაროების ცნობით, ინიციატივა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტსა და თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისში განიხილება. მოთხოვნა შეეხება ისეთ კომპანიებსაც, როგორიცაა Airbnb, რომელიც მომხმარებელთა მომსახურების ხელოვნური ინტელექტის აგენტისთვის ჩინური კომპანია Alibaba-ს მიერ შექმნილ Qwen-ის მოდელს იყენებს.

გეგმის მიხედვით, კომპანიებმა, მათ შორის Airbnb-მა, საკუთარ ვებგვერდებზე უნდა გამოაქვეყნონ ინფორმაცია ჩინური ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად აქვს ინიციატივას მხარდაჭერა ტრამპის ადმინისტრაციაში და გადაიქცევა თუ არა ის ოფიციალურ რეგულაციად.

Reuters-ის ინფორმაციით, თავად ინიციატივის განხილვა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციაში სულ უფრო მეტად ცდილობენ ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელების გავრცელების შეზღუდვას. ეს მოდელები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აშშ-ის ხელისუფლებაში, რადგან მათი ძირითადი კომპონენტები საჯაროდ ხელმისაწვდომია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათი ჩამოტვირთვა და საკუთარი საჭიროებებისთვის ადაპტირება.

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის ჯენსენ ჰუანგის ჩინელ ჯაშუშთან სავარაუდო კავშირების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ვაშინგტონში ჩინეთის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის მოთხოვნები გააძლიერა. ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე შემთხვევები, როდესაც Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის ჩიპები ჩინეთში კონტრაბანდულად შეჰქონდათ, თუმცა დამნაშავეებს პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. ამან ტრამპის ადმინისტრაციაზე წნეხი გაზარდა, რათა ჩინური ტექნოლოგიებისგან მომდინარე საფრთხეს უფრო მკაცრად უპასუხოს.

ჩინური წარმოების ხელოვნური ინტელექტის მოდელები ამერიკულ კომპანიებში სულ უფრო პოპულარული ხდება. მათი უპირატესობა შედარებით დაბალი ღირებულება და საკმარისად მაღალი წარმადობაა. ისინი კონკურენციას უწევენ აშშ-ის წამყვანი კომპანიების, მათ შორის OpenAI-სა და Anthropic-ის მიერ შემუშავებულ ფასიან მოდელებს, - წერს სააგენტო.

თუმცა ჩინეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრეები შიშობენ, რომ პეკინი ამ მოდელების საშუალებით ამერიკულ კომპანიებს ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულს ხდის. ასეთ მოდელებს შორისაა Moonshot AI-ის Kimi, DeepSeek და Alibaba-ს Qwen.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბიტკოინის ფასი დაეცა – დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები