პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, იურისტებში ყველაზე მეტი კარიერისტი და მედროვეა და მათი მართვა მარტივია?” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოსაზრებას მთავრობაში იურისტების მაღალი წარმომადგენლობის შესახებ და აცხადებს, რომ მორჩილი იურისტები და სასამართლო სისტემა დიქტატორული რეჟიმის მთავარი დასაყრდენია.

,, იურისტებში ყველაზე მეტი კარიერისტი და მედროვეა და მათი მართვა მარტივია?” – მერაბ მეტრეველი
ალია

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

,,კულტურის მინისტრი იურისტია,

ჯანდაცვის მინისტრი იურისტია,

განათლების მინისტრი იურისტია,

პრემიერ-მინისტრიც იურისტია

სხვებიც იქნებიან მთავრობაში ძალოვანების გარდა

როგორ გგონიათ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში იურისტებში ყველაზე მეტი კვალიფიციური კადრია, თუ იმაზე, რომ

იურისტებში ყველაზე მეტი კარიერისტი და მედროვეა და მათი მართვა მარტივია?

თუ გავიხსნებთ, რომ რეჟიმის მთავარი დასაყრდენი პროკურატურა და სასამრთლოა, მგონი პასუხი ცხადია.

რომ არა, ასობით იურისტის უსიტყვო მორჩილება პროკურატურაში და სასამრთლოში ვერცერთი დიქტატორი რეჟიმს ვერ დაამყარებდა.

სწორედ მორჩილ იურისტებზე დგას იდეაში დიქტატურა. ისინი წერენ კანონებს დიქტატორის მითითებით ისინი აღასრულებენ დიქტატორის მითითებით და ისინი განსჯიან დიქტატორის მითითებით.

მოკლედ, “ბავშვთა იურისპრუდენციაში” გვაქვს ფული ჩასადები.”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“შევაჯამოთ, რა გვაქვს „ოცნების“ მმართველობის 14 წლის თავზე” – მერაბ მეტრეველიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები