ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი და ხელის გადაგრეხის პრინციპი მოქმედებს, რაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„საქართველოსთან მიმართებით აქვთ ორმაგი სტანდარტი, ხელის გადაგრეხის პრინციპი. ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს, გვიან ღამით სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვეჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოსთან მიმართებით აქვთ ორმაგი სტანდარტი, ხელის გადაგრეხის პრინციპი. ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…