პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს მთავრობა სრულიად იმართება რუსეთის მიერ - სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე

ქართული ოცნება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სრულიად რუსეთის მიერ იმართება და მარიონეტი გახდა.

საქართველოს მთავრობა სრულიად იმართება რუსეთის მიერ - სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე
TV პირველი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერ იმართება.

სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს გასაგონად ხაზგასმით თქვა, რომ "ოცნება" რუსეთის მარიონეტი გახდა.

მეხუთე პრეზიდენტს პარიზის მშვიდობის ფორუმზე არც მოსკოვისგან "ოცნებისთვის" მიძღვნილი "კომპლიმენტები " დავიწყებია.

“ომმა, რისი მიღწევაც ვერ შეძლო, 2008 წლის ომმა, სხვა რამ შეძლო, სხვა ზეწოლამ რუსეთისგან მთავრობაზე, რომელიც შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, რთულია ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება [რუსეთის მიერ]. რა სუვერენიტეტზეა საუბარი.

სრულიად იმართება რუსეთის მიერ. და დღეს ისინი პრაქტიკულად იმას აკეთებენ, რასაც რუსეთი ეუბნება და ძალიან ნათლად ვხედავთ ამას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობის ყველა სპიკერი - პესკოვი, სიმონიანი და ყველა სხვა - ყოველ მეორე დღეს ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგი რამ გააკეთა, კარგი რამ თქვა. ანუ, როგორც მინიმუმ, მოსკოვისგან ვიღებთ კომპლიმენტებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მთავრობა შესაძლოა, თავიდანვე არ იყო მარიონეტი, მაგრამ ნამდვილად გახდა მარიონეტი და სრულიად იმართება რუსეთის მიერ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩვენ უკიდურესად რეპრესიულ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ციხეშია - სალომე ზურაბიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები