პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, წაგებამდე წაგების აღიარებაა“ – თამთა მეგრელიშვილი

ქართული ოცნებახალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრის, თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, IRI-ის სავარაუდო კვლევამ ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვია, რადგან გავრცელებული მონაცემებით მმართველ პარტიას 36% აქვს, ხოლო ოპოზიციას ჯამში 16%. მეგრელიშვილის თქმით, ინფორმაციის დამალვა რეალობისგან გაქცევაა და ამომრჩევლის ნიჰილიზმს იწვევს.

,, არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, წაგებამდე წაგების აღიარებაა“ – თამთა მეგრელიშვილი
ალია

,,ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი:

„IRI-ის სავარაუდო კვლევამ რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. გავრცელებული მონაცემებით, რომლებსაც ისინი რამდენიმე დღე მალავდნენ, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო მათ ჯამში – 16%.

ამ კვლევით ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი. კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის ფრთის დაბალი ჯამური რეიტინგი (16%) მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათში ვერ ხედავს რეალურ, სანდო და კომპეტენტურ ძალას – ალტერნატივას, რომელსაც ქვეყნის მართვას მიანდობდა.

მათი მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან. ნაცვლად იმისა, რომ არასახარბიელო შედეგები შიდა რეფორმების, ტაქტიკის შეცვლისა და ამომრჩეველთან მუშაობის გაძლიერების სტიმულად გამოიყენონ, ფაქტია, რომ ინფორმაციული თავდაცვისა და რეალობისგან გაქცევის გზას ირჩევენ.

არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან, წაგებამდე წაგების აღიარებაა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მათივე ამომრჩეველი დემორალიზებულია და ნიჰილიზმს მიეცა, რადგან ხვდება, რომ მისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებამდე გამარჯვებულია!”

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოთამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “ოპოზიციის მხრიდან კვლევის შესახებ ინფორმაციის დამალვა პირდაპირ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციამ IRI-ის კვლევა დამალა - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები