ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"მეინსტრიმ ოპოზიცია ჩაირეცხება და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია - ჩემს 10-წლიან მოლოდინს ამტკიცებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი IRI-ის სკანდალურ კვლევაზე

ფედერალისტებიქართული ოცნება

სოციალურ ქსელში გავრცელდა IRI-ის სკანდალური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურ პარტიებს დაბალი რეიტინგი აქვთ, ხოლო "ქართული ოცნება" ლიდერობს. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომლის განცხადებითაც, შედეგები ადასტურებს მის 10-წლიან მოლოდინს მეინსტრიმ ოპოზიციის ჩარეცხვასთან დაკავშირებით.

"მეინსტრიმ ოპოზიცია ჩაირეცხება და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია - ჩემს 10-წლიან მოლოდინს ამტკიცებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი IRI-ის სკანდალურ კვლევაზე
"მეინსტრიმ ოპოზიცია ჩაირეცხება და მხოლოდ მესიამოვნება, თუ ეს მართალია - ჩემს 10-წლიან მოლოდინს ამტკიცებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი IRI-ის სკანდალურ კვლევაზერუსთავი 2

რატომ დამალა ოპოზიციამ IRI-ის კვლევა, რომელიც თავად დაუკვეთა?! - სოციალურ ქსელში შედეგები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1% ან 2% აქვთ, ჯამში კი 16%. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36%, ალოკაციით კი 55%. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს "ქართული ოცნებისთვის" 36% არცერთ კვლევაში არ დაუწერია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" შედეგებით ისტორიულ მაქსიმუმზეა, ოპოზიცია კი ისტორიულ მინიმუმზე. რას აცხადებენ ოპოზიციაში მათ მიერ შეკვეთილ და შემდეგ დამალულ სკანდალურ კვლევაზე - აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, ამ ამბით იკვეთება ის, რაც რასაც 10 წელია ამბობს - "მეინსტრიმ ოპოზიცია ჩაირეცხება".

"1. IRI-ს რომ ჩაეტარებინა კვლევა, რომლის გამოქვეყნებასაც საჭიროდ თვლის, გამოაქვეყნებდა.

2. გავრცელებულ სლაიდზე ის ხდება რასაც 10 წელია გავიძახი - მეინსტრიმ ოპოზიცია ჩაირეცხება და მხოლოდ მესიამოვნება თუ ეს მართალია - ჩემს 10 წლიან მოლოდინს ამტკიცებს.

3. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ რეჟიმის "არჩევნებში" მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი ლელოს გაქრობად დაუჯდა - ეს თუ მართალია, ჩემს მოლოდინს ამტკიცებს.

4. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნა და სისტემურ ოპოზიციად

ყოფნა ოხრად რჩება.

5. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ ყველა ნაციონალურ ეთერში გამომჯდარი გირჩი, რომელიც გაპარტახებულ ოპოზიციაზე კაპიტალიზაციას ცდილობს, ცდომილების ზღვარშია. ანუ სულ რომ შუაზე გაიხნენ და უთოშიც ილაპარაკონ - მათი ჭერი ცდომილების ზღვარია ნათელაშვილივით.

6. რაც შეეხება ფედერალისტებს - უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფედერალისტები ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით), და არა ბოკერია, რომელიც ორ კვირაში ერთ პოსტს დებს და ამით ამოიწურება მისი საჯარო კომუნიკაცია.

რა ჩერგოლეიშვილი გიჟს ჰგავს მეგობრებო - დასცინეთ ამ ორ პროცენტიანს," - წერს ჩერგოლეიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი ლელოს გაქრობად დაუჯდა - ეს თუ მართალია, ჩემს მოლოდინს ამტკიცებს. 4. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ გახარიას საპარლამენტო ტრიბუნა და სისტემურ ოპოზიციად ყოფნა ოხრად რჩება. 5. გავრცელებულ სლაიდზე ისიც ჩანს, რომ ყველა ნაციონალურ ეთერში გამომჯდარი გირჩი, რომელიც გაპარტახებულ ოპოზიციაზე კაპიტალიზაციას ცდილობს, ცდომილების ზღვარშია. ანუ სულ რომ შუაზე გაიხნენ და უთოშიც ილაპარაკონ - მათი ჭერი ცდომილების ზღვარია ნათელაშვილივით. 6. რაც შეეხება ფედერალისტებს - უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფედერალისტები ბოკერიათი არ იზომება და არცერთი პროფესიონალი პოლსტერი, რომელსაც რეალობის გაზომვა სურს ჩერგოლეიშვილის დასახელების გარეშე ფედერალისტებს არ გაზომავს, რადგან მე ვარ პარტიის სპიკერი (ბოკერიასვე გადაწყვეტილებით), და არა ბოკერია, რომელიც ორ კვირაში ერთ პოსტს დებს და ამით ამოიწურება მისი საჯარო კომუნიკაცია. რა ჩერგოლეიშვილი გიჟს ჰგავს მეგობრებო - დასცინეთ ამ ორ პროცენტიანს,“
თამარ ჩერგოლეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.