ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “ოპოზიციის მხრიდან კვლევის შესახებ ინფორმაციის დამალვა პირდაპირ

ქართული ოცნებახალხის ძალა

ხალხის ძალის წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება IRI-ის კვლევის შედეგებს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ ინფორმაცია დამალა. მისი თქმით, კვლევა აჩვენებს „ქართული ოცნების“ უპირატესობას და ოპოზიციის დაბალ რეიტინგს.

თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “ოპოზიციის მხრიდან კვლევის შესახებ ინფორმაციის დამალვა პირდაპირ
თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევის შესახებ: “ოპოზიციის მხრიდან კვლევის შესახებ ინფორმაციის დამალვა პირდაპირPOSTV

“IRI-ის კვლევამ რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. გავრცელებული მონაცემებით, რომლებსაც ისინი რამდენიმე დღე მალავდნენ, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო მათ – ჯამში, 16%”, – წერს „ხახლის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

„ამ კვლევით ციფრებითაა ნაჩვენები მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ეგრეთ წოდებულ უსამშობლოთა კრიზისი.

კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის ფრთის დაბალი ჯამური რეიტინგი (16%) მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათში ვერ ხედავს რეალურ, სანდო და კომპეტენტურ ძალას — ალტერნატივას, რომელსაც ქვეყნის მართვას მიანდობდა.

მათი მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან. ნაცვლად იმისა, რომ არასახარბიელო შედეგები შიდა რეფორმების, ტაქტიკის შეცვლისა და ამომრჩეველთან მუშაობის გაძლიერების სტიმულად გამოიყენონ, ფაქტია, რომ ინფორმაციული თავდაცვისა და რეალობისგან გაქცევის გზას ირჩევენ.

არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან, წაგებამდე წაგების აღიარებაა.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მათივე ამომრჩეველი დემორალიზებულია და ნიჰილიზმს მიეცა, რადგან ხვდება, რომ მისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებამდე გამარჯვებულია!“ – წერს მეგრელიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„IRI-ის კვლევამ რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება გამოიწვია. გავრცელებული მონაცემებით, რომლებსაც ისინი რამდენიმე დღე მალავდნენ, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო მათ – ჯამში, 16%“
თამთა მეგრელიშვილი
„ამ კვლევით ციფრებითაა ნაჩვენები მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ეგრეთ წოდებულ უსამშობლოთა კრიზისი. კერძოდ, რადიკალური ოპოზიციის ფრთის დაბალი ჯამური რეიტინგი (16%) მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი მათში ვერ ხედავს რეალურ, სანდო და კომპეტენტურ ძალას — ალტერნატივას, რომელსაც ქვეყნის მართვას მიანდობდა. მათი მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვის ფაქტი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სტრატეგიულად განულებულნი არიან. ნაცვლად იმისა, რომ არასახარბიელო შედეგები შიდა რეფორმების, ტაქტიკის შეცვლისა და ამომრჩეველთან მუშაობის გაძლიერების სტიმულად გამოიყენონ, ფაქტია, რომ ინფორმაციული თავდაცვისა და რეალობისგან გაქცევის გზას ირჩევენ. არასასურველი ციფრების დანახვისას თვალებზე ხელების აფარება, რადიკალური ოპოზიციის ფრთის მხრიდან, წაგებამდე წაგების აღიარებაა. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მათივე ამომრჩეველი დემორალიზებულია და ნიჰილიზმს მიეცა, რადგან ხვდება, რომ მისი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებამდე გამარჯვებულია!“
თამთა მეგრელიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.