მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტზე: ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში ვიზიტი შეაჯამა. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინასა და ჰუმანიტარულ ინიციატივებს.

ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადაში.
ვიცე-პრემიერმა კანადაში ვიზიტი შეაჯამა.
„მნიშვნელოვანია, რომ კანადა არის ის ქვეყანა, რომელსაც ერთგვარად ხელმძღვანელობა აქვს აღებული იმ კოალიციის, რომელიც ფოკუსირდება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ საკითხებზე ნორვეგიასთან ერთად. მსგავსი მინისტერიალი უკვე მეორედ იმართება. საქართველო იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ და ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ისეთი კამპანიები იმართებოდა საქართველოსთან მიმართებით, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა ძირითადად, შეუმჩნეველი რჩებოდა, ან არავინ აკეთებდა ამაზე აქცენტს, უნდა ითქვას, რომ საქართველო არავის ჩამორჩება უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში. არაერთხელ ვუმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს. ასობით უკრაინელი ბავშვი ისვენებს ზაფხულობით საქართველოში საზაფხულო ბანაკებში. ამას რამდენიმე ქვეყანა აკეთებს უკრაინისთვის და მათ შორისაა საქართველო. ჰუმანიტარული წესით საქართველოს არაერთხელ გაუწევია დახმარება უკრაინისთვის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
28-29 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას იღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიკანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
- ინტერპრესნიუსიმაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში
- BM.GEმაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
- POSTVმაკა ბოჭორიშვილი, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი ბავშვების,
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
- პირველი არხიმაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება, ეს გამოცდილება განამტკიცებს საქართველოს რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალი უნდა ქმნიდეს ერთობლივი რეაგირების საფუძველს
- იმედინიუსიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ციტატები სტატიიდან
„მნიშვნელოვანია, რომ კანადა არის ის ქვეყანა, რომელსაც ერთგვარად ხელმძღვანელობა აქვს აღებული იმ კოალიციის, რომელიც ფოკუსირდება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ჰუმანიტარულ საკითხებზე ნორვეგიასთან ერთად. მსგავსი მინისტერიალი უკვე მეორედ იმართება. საქართველო იყო მიწვეული ამ ღონისძიებაზე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ და ეს ჩვენთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საერთაშორისო წესრიგს, უკრაინას, უკრაინელ ხალხს და რა ძალისხმევას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადადგას. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ისეთი კამპანიები იმართებოდა საქართველოსთან მიმართებით, რომ საქართველოს ეს ძალისხმევა ძირითადად, შეუმჩნეველი რჩებოდა, ან არავინ აკეთებდა ამაზე აქცენტს, უნდა ითქვას, რომ საქართველო არავის ჩამორჩება უკრაინასთან მიმართებაში ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში. არაერთხელ ვუმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს. ასობით უკრაინელი ბავშვი ისვენებს ზაფხულობით საქართველოში საზაფხულო ბანაკებში. ამას რამდენიმე ქვეყანა აკეთებს უკრაინისთვის და მათ შორისაა საქართველო. ჰუმანიტარული წესით საქართველოს არაერთხელ გაუწევია დახმარება უკრაინისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…