ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ქარტია „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ „ოცნების“ თავდასხმას ეხმაურება

ქართული ოცნება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ. ქარტიის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ მედიის რეპუტაციის შელახვას და ჟურნალისტების სტიგმატიზებას მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ფილმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესებს ეხება.

ქარტია „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ „ოცნების“ თავდასხმას ეხმაურება
ქარტია „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ „ოცნების“ თავდასხმას ეხმაურებაბათუმელები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება.

„მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც ესტონელი ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხება და მისი ქონების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესს აღწერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ხელისუფლების სამიზნედ იქცა. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ საჯარო განცხადებები გააკეთეს,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

27 სექტემბერს შალვა პაპუაშვილმა „სტუდია მონიტორი“ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „შავი პროპაგანდისტული ხაზის“ ნაწილად მოიხსენია.

„ფანტაზიორობა“ და „აბსურდული საკითხის მტკიცება“ – ასე შეაფასა მან „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.

იმავე დღეს „სტუდია მონიტორის“ ფილმი ირაკლი კობახიძემაც გააკრიტიკა და გამომძიებელი ჟურნალისტები „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენია.

ქარტიის შეფასებით, მედიაზე უსამართლოდ და დაუსაბუთებლად თავდასხმის ეს შემთხვევა პირველი არ არის:

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე წლებია, თანმიმდევრულად ცდილობენ საზოგადოების თვალში მედიის რეპუტაციის შელახვას, პროფესიული კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტების სტიგმატიზებას და მარგინალიზაციას.

მსგავსი განცხადებები ახალისებს სიძულვილს და ნოყიერ ნიადაგს ქმნის ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელი რჩება,“ – წერს ქარტია.

თავად „სტუდია მონიტორი“ პროცესს აფასებს, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულ „კოორდინირებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას“.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს „სტუდია მონიტორსა“ და მის ჟურნალისტებს, რომელთაც არაერთი პროფესიული ჯილდო აქვთ მიღებული ეთიკური სტანდარტების დაცვით შესრულებული ნამუშევრებისთვის, რითაც სააშკარაოზე გამოიტანეს კორუფცია, ნეპოტიზმი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც ესტონელი ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხება და მისი ქონების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესს აღწერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ხელისუფლების სამიზნედ იქცა. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ საჯარო განცხადებები გააკეთეს,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ფანტაზიორობა“ და „აბსურდული საკითხის მტკიცება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე წლებია, თანმიმდევრულად ცდილობენ საზოგადოების თვალში მედიის რეპუტაციის შელახვას, პროფესიული კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტების სტიგმატიზებას და მარგინალიზაციას. მსგავსი განცხადებები ახალისებს სიძულვილს და ნოყიერ ნიადაგს ქმნის ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელი რჩება,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.