პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე: ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟი ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ შავ პროპაგანდად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. თავად რეპორტაჟში განხილულ საკითხს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი წერილობითი პასუხები სრულად არ გასაჯაროვდა.

შალვა პაპუაშვილი სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე: ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს
იმედინიუსი

ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის მცდელობები, რომ ქველმოქმედება ბოროტებად და აღმშენებლობა ნგრევად წარმოაჩინონ.

„როდესაც აბსურდული საკითხის მტკიცებას იწყებს ადამიანი, რა თქმა უნდა, იქ ყოველთვის დამარცხდება, როგორც დამარცხდა ყველა საკითხში, რომლითაც ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„იმედის კვირა“ სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟში მოთხრობილი ამბით დაინტერესდა და მაყურებელს მიაწოდა რეალური ინფორმაცია რეკრეაციულ ზონაზე, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ იყიდა ესტონელი ბიზნესმენისგან.

„მონიტორის“ რეპორტაჟს თავად ბიზნესმენი ვრცელი წერილით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მონიტორის“ მიერ მისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: „იყო თუ არა ეს ნაკვეთი ივანიშვილების ოჯახის თხოვნით ან დავალებით შეძენილი?“ კითხვებზე ბიზნესმენმა „მონიტორს“ წერილობით უპასუხა და განმარტა, რომ „ნაკვეთი არ შეუძენია ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების თხოვნით და მათ აღნიშნულ გარიგებასთან კავშირი არ აქვთ.“

როგორც ვანო ჩხარტიშვილი სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „სამწუხაროდ, სიუჟეტის ავტორმა, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად დამალა მათი კითხვების პასუხად ჩემ მიერ გაგზავნილი წერილის მთავარი სათქმელი, სადაც დეტალურად განვმარტავდი, როგორც იმას, თუ რა მიზნით შევიძინე აღნიშნული ნაკვეთი, ასევე იმასაც, თუ როგორ განისაზღვრა ამ კონკრეტული მიწის ფასი. თუმცა ჟურნალისტმა ჩემი, ანუ რეალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად არ გაასაჯაროვა და მთელი სიუჟეტი კონსპირაციებზე ააგო“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე: დიდი ხანია აქვთ მცდელობები, რომ სხვადასხვა სახით შეტევა მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ფინანსებს, ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი - ისინი ცდილობენ, რომ ადამიანს, რომელსაც მრავალმილიარდიანი ქველმოქმედება აქვს გაწეული თავისი ცხოვრების მანძილზე, დააბრალონ გარკვეული სიკეთის სხვისგან მითვისება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც აბსურდული საკითხის მტკიცებას იწყებს ადამიანი, რა თქმა უნდა, იქ ყოველთვის დამარცხდება, როგორც დამარცხდა ყველა საკითხში, რომლითაც ცდილობდნენ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას“
შალვა პაპუაშვილი
„იყო თუ არა ეს ნაკვეთი ივანიშვილების ოჯახის თხოვნით ან დავალებით შეძენილი?“
„ნაკვეთი არ შეუძენია ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების თხოვნით და მათ აღნიშნულ გარიგებასთან კავშირი არ აქვთ.“
„სამწუხაროდ, სიუჟეტის ავტორმა, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად დამალა მათი კითხვების პასუხად ჩემ მიერ გაგზავნილი წერილის მთავარი სათქმელი, სადაც დეტალურად განვმარტავდი, როგორც იმას, თუ რა მიზნით შევიძინე აღნიშნული ნაკვეთი, ასევე იმასაც, თუ როგორ განისაზღვრა ამ კონკრეტული მიწის ფასი. თუმცა ჟურნალისტმა ჩემი, ანუ რეალური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად არ გაასაჯაროვა და მთელი სიუჟეტი კონსპირაციებზე ააგო“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები