პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარგუს ცაჰკნა - თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე მომხდარი ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო. დაკავშირებით ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.

მარგუს ცაჰკნა - თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო
ინტერპრესნიუსი

თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 14-15 აგვისტოს ღამით თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

ცაჰკნას თქმით, ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.

„რუსეთი ევროპის წინააღმდეგ თავის დივერსიულ კამპანიას აგრძელებს, რათა იგი დააშინოს და აიძულოს, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა შეამციროს. ეს მოსკოვის მზარდი სასოწარკვეთის დამადასტურებელი ნიშანია, რადგან მან უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიის მიზნებს ვერ მიაღწია“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. ფორმულაოპოზიციურიცაჰკნა: Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენა რუსეთის დივერსიული აქტია
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიესტონეთმა რუსეთის „საბოტაჟად" გამოაცხადა ხანძარი უპილოტო აპარატების მწარმოებელ კომპანიაში
  3. ბათუმელებიოპოზიციურიესტონეთი რუსეთს დივერსიაში სდებს ბრალს და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იბარებს
  4. რუსთავი 2სამთავრობოესტონეთის ინფორმაციით, ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუტე: ჩვენ [რუსეთზე] უფრო ძლიერები ვართ, მათ ეს იციანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები