ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესტონეთის ინფორმაციით, ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან

ესტონეთის განცხადებით, ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem-ის შენობაში 15 აგვისტოს ღამეს მომხდარი ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების ორგანიზებული დივერსიული აქტი იყო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, დანაშაულის შემსრულებლები დაკავებულები არიან.

ესტონეთის ინფორმაციით, ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
ესტონეთის ინფორმაციით, ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანანრუსთავი 2

ესტონეთის განცხადებით, ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა მიერ Kyiv Independent-ისთვის გაზიარებული განცხადების თანახმად, ამ ბალტიისპირეთის სახელმწიფოს მთავრობას დარწმუნებით შეუძლია განაცხადოს, რომ 15 აგვისტოს ღამეს მომხდარი თავდასხმა "რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურების დავალებით ორგანიზებული დივერსიული აქტი იყო".

მედიის ცნობით, განცხადება გაკეთდა დასავლელი ოფიციალური პირების მზარდი შეშფოთების ფონზე, მოსკოვის მიერ ნატოს ტერიტორიაზე გაძლიერებული ჰიბრიდული ოპერაციების გამო, რომლებიც ძირითადად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნებისა და უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგაა მიმართული.

"ესტონეთი რუსეთიდან ასეთი თავდასხმებისთვის რთული სამიზნეა. ჩვენი სადაზვერვო სამსახურები ეფექტურად მუშაობენ: რამდენიმე მსგავსი დივერსიული თავდასხმა აღკვეთილია, ხოლო Milrem Robotics-ის ქარხნისთვის ცეცხლის წაკიდების შემსრულებლები დაკავებულები არიან და ისინი ესტონეთისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ", - განაცხადა ცაჰკნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ესტონეთი რუსეთიდან ასეთი თავდასხმებისთვის რთული სამიზნეა. ჩვენი სადაზვერვო სამსახურები ეფექტურად მუშაობენ: რამდენიმე მსგავსი დივერსიული თავდასხმა აღკვეთილია, ხოლო Milrem Robotics-ის ქარხნისთვის ცეცხლის წაკიდების შემსრულებლები დაკავებულები არიან და ისინი ესტონეთისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუტე: ჩვენ [რუსეთზე] უფრო ძლიერები ვართ, მათ ეს იციანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები