ვოლოდიმირ ზელენსკი - სათანადო პასუხს ვცემთ რუსეთის ესკალაციას შორი მოქმედების „სანქციებით“ - დარტყმები განხორციელდა რუსეთის სამარისა და ვოლგოგრადის ოლქებში მდებარე ნავთობობიექტებზე
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე სათანადო პასუხს სცემს რუსეთის ესკალაციას შორი მოქმედების საშუალებებით და გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის სამარისა და ვოლგოგრადის ოლქებში მდებარე ნავთობობიექტებზე დარტყმები განხორციელდა.

სათანადო პასუხს ვცემთ რუსეთის ესკალაციას შორი მოქმედების „სანქციებით“. მნიშვნელოვანი შედეგებს პრაქტიკულად ყოველდღიურად ვაღწევთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დარტყმები განხორციელდა რუსეთის სამარისა და ვოლგოგრადის ოლქებში მდებარე ნავთობობიექტებზე.
„წარმატებული ოპერაციები ჩატარდა შავ ზღვაში, ასევე ვორონეჟის, ნიჟნი-ნოვგოროდის, ვოლგოგრადის, სამარისა და კრასნოდარის ოლქებში; სამიზნეებს შორის იყო აეროდრომები, სამრეწველო ობიექტები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი და ოკუპანტთა საბრძოლო მასალების საწყობი. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის თავდაცვის დაზვერვის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის მეომრებს სიზუსტისა და პროფესიონალიზმისთვის”, - აცხადებს ზელენსკი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.