პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო - ზვიად შალამბერიძე

მმართველ გუნდში ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას „კომპრომატების ომს“ უწოდებენ. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, აჟიოტაჟი ფინანსების გამოა ატეხილი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა შვილობილმა პარტიებმა ვერ გაიყო.

ფინანსების გამოა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო - ზვიად შალამბერიძე
რუსთავი 2

"კომპრომატების ომი თავის გადასარჩენად" - ასე აფასებენ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ პროცესს გულშემატკივრობენ, რადგან საზოგადოება ოპოზიციის რეალურ სახეს უკეთესად დაინახავს.

"ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერს ჰქონდა ილუზია, რომ შეიძლებოდა, არჩევნებამდე მისულიყვნენ ერთად და ეს რამდენიმე თვეც, თავიდან ბოლომდე, სრულიად, ერთმანეთთან დაპირისპირებაში გაატარეს.

კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ თითოეულ მათგანს ამოძრავებს მხოლოდ პირადი ინტერესები, რომელიც თავიდან ბოლომდე გადის ფინანსებზე და სწორედ ამ ფინანსების გამოა ახლა ეს აჟიოტაჟი ატეხილი - ფინანსების, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა შვილობილმა სხვადასხვა პარტიამ ვერ გაიყო და ამაზე კამათობენ დღეს, ვის მეტი შეხვდა, ვის ცოტა შეხვდა," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შემცირებული დაფინანსების გადანაწილებისთვის ბრძოლას უყურებთ, არაფერია ისეთი, მაღალ მატერიებს ნუ გამოეკიდებით - თენგიზ შარმანაშვილი​ ოპოზიციის დაპირისპირებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები