ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილი ხუთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კონტრტერორისტული პოლიცია გამოძიების რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის პროქსი-ჯგუფების ან უცხო სახელმწიფოს შესაძლო ჩართულობას განიხილავს.

დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლესინტერპრესნიუსი

გაერთიანებულ სამეფოში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილი ხუთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კონტრტერორისტულმა პოლიციამ განაცხადა, რომ სამართალდამცველები „გამოძიების რამდენიმე მიმართულებას“ განიხილავენ, მათ შორის იმასაც, იყვნენ თუ არა ჩართულები პროქსი-ჯგუფები ან უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირები. ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება, ხოლო მათი გათავისუფლება „მათი გადაადგილებისა და სხვებთან კონტაქტის კუთხით დაწესებულ მკაცრ პირობებს“ ექვემდებარება.

პოლიციის ცნობით, ხუთივე ეჭვმიტანილი 20-25 წლის ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ კვირას ხუთი მამაკაცი დააკავა ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ეჭვის საფუძველზე, ავიაბაზასთან ახლოს, რომელსაც აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა.

დაკავებები მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ RAF Fairford-კენ სამი ფურგონი მიემართებოდა. დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტულ სამსახურს საჯაროდ არ დაუსახელებია, თუ ვინ ითვლება ინციდენტში მონაწილე მხარედ. თუმცა, გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, სავარაუდო ვერსიად ირანთან დაკავშირებული მოტივი განიხილება, მაგრამ რუსული დივერსიული ოპერაციისა და ისლამისტური შეთქმულების ვერსიებიც არ გამოირიცხება. ლონდონში ირანის საელჩომ ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ირანის ისლამური რესპუბლიკის მონაწილეობა უარყო.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.