ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Reuters - დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტში დაკავებულ ხუთ ეჭვმიტანილს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. კონტრტერორისტული პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და განიხილება უცხო ქვეყნის, მათ შორის ირანთან ან პროქსი ძალებთან შესაძლო კავშირის ვერსიებიც, თუმცა ირანის საელჩომ ბრალდებები უარყო.

Reuters - დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ
Reuters - დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენინტერპრესნიუსი

დიდ ბრიტანეთში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილებს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ დაკითხვისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ხუთივე დაკავებული მამაკაცი დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ხელმძღვანელმა, ლოურენს ტეილორმა.

მისი თქმით, ეჭვმიტანილების გათავისუფლება გამოძიების დასრულებას არ ნიშნავს.

ტეილორმა აღნიშნა, რომ პოლიცია უცხო ქვეყნის შესაძლო მონაწილეობის ვერსიასაც განიხილავს.

„გარწმუნებთ, ამას ყველა შესაძლო კუთხიდან განვიხილავთ, მათ შორის იმასაც, რომ ეს პროქსი ძალების მიერ განხორციელდა ან იმ პირების მიერ, რომლებიც შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად უცხო ქვეყნის სახელით მოქმედებდნენ“, - აღნიშნა ლოურენს ტეილორმა.

პოლიციის ცნობით, ხუთივე ეჭვმიტანილი 20-25 წლის ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ კვირას ხუთი მამაკაცი დააკავა ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ეჭვის საფუძველზე, საჰაერო ბაზასთან ახლოს, რომელსაც აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა. დაკავებები მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ სამხედრო აეროდრომისკენ სამი ფურგონი მიემართებოდა.

დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტულ სამსახურს საჯაროდ არ დაუსახელებია, თუ ვინ ითვლება ინციდენტში მონაწილე მხარედ. თუმცა, გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს განცხადებით, სავარაუდო ვერსიად ირანთან დაკავშირებული მოტივი განიხილება, მაგრამ რუსული დივერსიული ოპერაციისა და ისლამისტური შეთქმულების ვერსიებიც არ გამოირიცხება.

ლონდონში ირანის საელჩომ ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ირანის ისლამური რესპუბლიკის მონაწილეობა უარყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შემიძლია დავადასტურო, რომ დაკითხვისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ხუთივე დაკავებული მამაკაცი დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება“
ლოურენს ტეილორი
„გარწმუნებთ, ამას ყველა შესაძლო კუთხიდან განვიხილავთ, მათ შორის იმასაც, რომ ეს პროქსი ძალების მიერ განხორციელდა ან იმ პირების მიერ, რომლებიც შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად უცხო ქვეყნის სახელით მოქმედებდნენ“
ლოურენს ტეილორი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.